მთავარი / სიახლეები / სერია A / რონალდუს ჰეთ-თრიქით “იუვემ” ადვილად მოიგო

რონალდუს ჰეთ-თრიქით “იუვემ” ადვილად მოიგო

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „იუვენტუს“ „კალიარის“ ესტუმრა და დაგეგმილი გამარჯვება ადვილად მოიპოვა.

ანდრეა პირლოს გუნდისთვის „პორტუსთან“ ფიაკსოს შემდეგ ეს პირველი თამაში იყო და ამდენად, საინტერესო გახლდათ, გუნდის რეაქცია. გუნდზე რა გითხრათ და კრიშტიანუ რონალდუმ დიდებული რეაგირება მოახდინა.

მან 32-ე წუთისთვის მოასწრო ჰეთ-თრიქის შესრულება და მატჩს ბედი გადაწყვიტა. კარიერაში ამაზე უფრო სწრაფი ჰეთ-თრიქი კრიშტიანუს 2015 წელს, „ესპანიოლთან“ აქვს შესრულებული (20 წუთში) და ეს მეორე შედეგია. გარდა ამისა, მან იდეალური ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ანუ თავით, მარჯვენა და მარცხენა ფეხით გაიტანა.

რონალდუს გოლების შემდეგ „იუვე“ მოეშვა და მეორე ტაიმში „კალიარი“ უპირატესობას ფლობდა. სარდინიელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მეტი ვეღარ გააკეთეს. ბოლო წუთზე რონალდუს პოკერის შანსიც მიეცა, მაგრამ მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა. მიუხედავად ამისა, კრიშტიანუს პერფორმანსი მაინც შესანიშნავი იყო. მან სერია A-ში მეორედ შეასრულა ჰეთ-თრიქი და მეორეჯერაც „კალიარის“ წინააღმდეგ.

„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 55 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 მარტს, „ბენევენტოს“ უმასპინძლებს.

„კალიარი“ – „იუვენტუსი“ 1:3 (0:3)

კალიარი,“სარდინია არენა“

„კალიარი“ (3-5-2): კრანო; ჩეპიტელი (კლავანი 69), გოდინი, რუგანი (პერეირო 83); ძაპა (ასამოა 70), მარინი, დანკანი (დეიოლა 83), ნაინგოლანი, ნანდესი; ჟოაო პედრო, სიმეონე (ჩერი 82)

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო (ფრაბოტა 83), დე ლიხტი, კიელინი (ბონუჩი 70), ალექს სანდრო (ბერნარდესკი 34); კულუშევსკი, დანილო, რაბიო, კიეზა (არტური 83); რონალდუ, მორატა (მაკკენი 70)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 0:1 რონალდუ (10), 0:2 რონალდუ (25, პენ), 0:3 რონალდუ (32), 1:3 სიმეონე (61)

გაფრთხილება: რონალდუ (14), კუადრადო (18)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 9 (7) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …