მთავარი / სიახლეები / როდრიგო ბენტანკურის სამი ვარიანტი – ურუგვაელმა შეიძლება “იუვე” დატოვოს

როდრიგო ბენტანკურის სამი ვარიანტი – ურუგვაელმა შეიძლება “იუვე” დატოვოს

მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში „იუვენტუსის“ დატოვების ერთ-ერთი რეალური კანდიდატი როდრიგო ბენტანკურია.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა, რომელიც 2017 წელს დიდი იმედით შეიძინეს, ვერ მოახერხა თავის კარგად წარმოჩენა და სხვა დონეზე გადასვლა, რის გამოც კლუბისთვის პრიორიტეტი ნამდვილად აღარ არის.

ურუგვაელ ნახევარმცველს სამ კლუბს უკავშირებენ – „ასტონ ვილას“, „ტოტენჰემსა“ და „ლიონს“.

„ასტონ ვილამ“ „იუვენტუსს“ 22 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა კიდეც, მაგრამ ტურინელებისთვის ეს მისაღები წინადადება არ არის და 30 მილიონ ევროს ითხოვენ. საქმე ისაა, რომ ტრანსფერიდან გარკვეული ფინანსური წილი როდრიგოს ყოფილ კლუბს, „ბოკა ხუნიორსსაც“ ერგება. შემდეგ ბირმინგემელებმა შეთავაზება 25 მილიონამდე გაზარდეს, რაზეც ტურინელები ჯერ კიდევ ფიქრობენ. ფეხბურთელი თანახმაა ინგლისში გადასვლის, რადგან ამ შემთხვევაში მისი ხელფასი გაორმაგდება. ტურინში 2.5 მილიონ ევროს იღებს, ინგლისელები 4.5 მილიონს სთავაზოობენ.

გარდა ამისა, ჰორიზონტზე გამოჩნდა „ტოტენჰემი“ და ფაბიო პარატიჩიმ მისი იჯარით დამატება მოინდომა, მაგრამ გამოსყიდვის უფლების ან ვალდებულების გარეშე, რაც „იუვესთვის“ მიუღებელი და უარი უკვე თქვა.

მესამე ვარიანტი „ლიონია“, რომელიც ბრუნო გიმარაეშის შემცვლელს ეძებს. ფრანგები ჯერ მხოლოდ ფიქრობენ და მომდევნო საათებში ალბათ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მერე კი კლუბთან მოლაპარაკებების ჯერი დადგება.

შეგახსენებთ, რომ როდრიგო ბენტანკურმა „იუვენტუსში“ 2017 წლიდან დღემდე 181 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …