მთავარი / სიახლეები / რობერტო კარლოსი: “ალეგრი შესანიშნავი მწვრთნელი და ფსიქოლოგია”

რობერტო კარლოსი: “ალეგრი შესანიშნავი მწვრთნელი და ფსიქოლოგია”

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა კრიშტიანუ რონალდუსა და მასიმილიანო ალეგრის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, რონალდუ „იუვეში“ ბედნიერია, მაგრამ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს. ალეგრი კი შეაქო და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მწვრთნელში შედის.

„კრიშტიანუ რონალდუმ „რეალში“ ბევრი გააკეთა, მაგრამ ვიცი, რომ ახლა „იუვენტუსში“ ბედნიერია. ის მსოფლიოში პირველია მესისთან, ნეიმართა და მბაპესთან ერთად. დაველოდოთ და ვნახოთ. ვფიქრობ, კრიშტიანუს თვითონ შეუძლია თავისი მომავლის შესახებ არჩევანი გააკეთოს. ვიცი, რომ „იუვენტუსში“ კმაყოფილია, მაგრამ გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.

ალეგრი შესანიშნავი და თანამედროვე მწვრთნელია. ძალიან კარგია, როგორც ფსიქოლოგი, ასევე მწვრთნელი. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს ხუთ-ექვს საუკეთესო მწვრთნელში შედის“, – თქვა რობერტო კარლოსმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …