მთავარი / სიახლეები / რა არის “იუვეს” პრობლემა – იტალიელი ჟურნალისტის ანალიზი

რა არის “იუვეს” პრობლემა – იტალიელი ჟურნალისტის ანალიზი

რა გახდა ტურინის „იუვენტუსის“ კრიზისის მიზეზი? ალბათ, ყველა ადამიანს ამ საკითხზე თავისი მოსაზრება აქვს, ზოგისთვის დამნაშავე კლუბის ხელმძღვანელობაა, ზოგისთვის ანდრეა პირლო, ან კრიშტიანუ რონალდუ, ზოგისთვის სხვა ფეხბურთელები.

იტალიელმა ჟურნალისტმა მატეო მარანიმ Sky Sport-ის სტუდიაში თავისი აზრი დააფიქსირა და დეტალური ანალიზი გაუკეთა იმას, სადამდე „იუვე“ მივიდა:

„იუვეში“ რაღაც რომ არ მუშაობდა, „პორტუსთან“ მატჩამდეც ჩანს. ორი წელია მაქვს შთაბეჭდილება, რომ „იუვენტუსი“ ჩვეულებრივ გუნდად იქცა. ვე ვზედავ გეგმას: ალეგრის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ უნდა გქონდეს ზუსტი გეგმა. მათ არ გაუშვიათ უბრალოდ რიგითი მწვრთნელი, მათ გაუშვეს მწვრთნელი, რომელმაც 5 სკუდეტო მოიგო და ორჯერ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. თუ ალეგრის უშვებ, მაშინ ხელში უნდა გყავდეს გვარდიოლა, პოჩეტინო – ასეთი ტიპის მწვრთნელი. საბოლოოდ რა მივიღეთ? ერთი თვე გუნდი საერთოდ უმწვრთნელოდ იყო და ბოლოს სარის ჩააბარეს.

 მაროტა ორი წელია რაც „იუვედან“ წავიდა და ამას თავისი ფასი ჰქონდა. ეს გუნდს დაეტყო. სარიმ მოიგო სკუდეტო, მაგრამ გუნდში გარემოცუდი იყო. შემდეგ პირლოზე გადავედი, რომელიც ერთი კვირით ადრე 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად წარადგინეს. თუ ფიქრობ, რომ მას მთავარი გუნდის მწვრთნელობა შეუძლია, მაშინ ერთი კვირა უნდა მოიცადო. პირლოს შესახებ მოსაზრებებს არ გამოვთქვამ: მან დაუშვა შეცდომები, მაგრამ ვინ არ დაუშვებდა პირველ წელს შეცდომებს? ვფიქრობ, 3-4 წელი სჭირდება იმის გაგებას, არის თუ არა მწვრთნელი. ფილიპო ინძაგი მახსენდება: დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მწვრთნელია, მას შემდეგ, რაც გარკვეული გზა და ეტაპები გაიარა.

მე ვხედავ უამრავ შეცდომას, მაგალითად, ის ფაქტი, რომ სუარესის ტრანსფერზე არ იცოდნენ იყო თუ არა ევროკავშირის მოქალაქე. ამასთან ერთად „იუვენტუსს“ აქვს 400 მილიონი ვალი. მე არ ვაკრიტიკებ პირლოს ან რონალდუს: პრობლემას ისინი არ წარმოადგენენ, პრობლემა არის იმაში, რა არჩევანიც კლუბში ბოლო ორ წელიწადში გააკეთეს“, – თქვა მარანიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …