მთავარი / სიახლეები / რაიოლა თანახმაა დონარუმა “იუვეში” გაუშვას და ხელფასი 6 მილიონი ევრო ჰქონდეს

რაიოლა თანახმაა დონარუმა “იუვეში” გაუშვას და ხელფასი 6 მილიონი ევრო ჰქონდეს

ჯანლუიჯი დონარუმა „მილანს“ დატოვებს, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას უცნობია. ფეხბურთელს „იუვენტუსს“ და „ბარსელონას“ უკავშირებენ, მაგრამ პრობლემები რჩება.

ორივე კლუბს ვოიცეხ შჩენსისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სახით საიმედო და ძვირადღირებული კიპერები ჰყავთ. ესპანელები გერმანელის გაყიდვას არც გეგმავენ, ტურინელები პოლონელთან განშორებას განიხილავენ, მაგრამ მისი გაყიდვა ადვილი არ იქნება.

როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ „იუვენტუსს“ წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერია, რომ მზადაა ჯიჯო „იუვენტუსში“ 6-მილიონ ევროიანი ხელფასის სანაცვლოდ ჩარიცხოს. ტურინელთა პასუხი უცნობია.

ამავდროულად Tuttosport-ი წერს, რომ პაველ ნედვედი და რაიოლა გუშინ მონტეკარლოში ერთმანეთს შეხვდნენ. ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს, რადგან მინო პაველის აგენტი იყო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …