მთავარი / სიახლეები / სერია A / რაბიო: “თამაშის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა, ზაკარიაზე წესი საჯარიმოში დაირღვა”

რაბიო: “თამაშის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა, ზაკარიაზე წესი საჯარიმოში დაირღვა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, თამაშის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა.

„კმაყოფილი ვარ ჩემი და გუნდის თამაშით. შესანიშნავად ვითამაშეთ, ისე, როგორც მწვრთნელმა გვთხოვა, სამწუხაროდ გოლი დაგვაკლდა. დღეს მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. პენალტის დროს შეცდომა დავუშვით, ასე იყო „ვილიარეალთანაც“. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, რომელიც ამ სეზონში ჩავატარეთ, ისევე, როგორც „ვილიარეალთან“ მე-80 წუთამდე.

დღეს ორჯერ ბურთი ძელს მოვარტყით და ჩვენს სასარგებლოდ პენალტიც იყო. მატჩის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა, ზაკარიაზე წესის დარღვევა საჯარიმოში იყო, ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რომელმაც თამაში შეცვალა.

გვინდოდა მოგება, რადგან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. შეგვეძლო „ინტერზე“ გადაგვესწრო და „მილანზე“ ზეწოლა მოგვეხდინა, მაგრამ ახლა ეს რთული იქნება. ალეგრიმ მითხრა, რომ კარგად ვითამაშე, როცა შემცვალა, თუმცა თავს კარგად ვგრძნობდი და მინდოდა გუნდს ბოლომდე დავხმარებოდი“, – თქვა რაბიომ.

ფრანგმა ფეხბურთელმა მსაჯობაზე კომენტარი სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშიც გააკეთა: „კარგად ვითამაშეთ და წაგება დასანანია, მაგრამ რთულია 11-12-ის წინააღმდეგ თამაში“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 59 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 აპრილს, „კალიარის“ ესტუმრება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …