მთავარი / სიახლეები / პოგბა: “იუვე”? ჯერ კონტრაქტი ერთი წელი მაქვს, შემდეგ ვნახოთ”

პოგბა: “იუვე”? ჯერ კონტრაქტი ერთი წელი მაქვს, შემდეგ ვნახოთ”

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ბელგიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან „იუვენტუსის“ სტადიონზე ითამაშა, რომელიც მისთვის ძალიან ნაცნობია და იტალიელი ჟურნალისტების კითხვაც ნაწილობრივ „იუვეში“ შესაძლო დაბრუნებას ეხებოდა, რაც მან არ გამორიცხა.

„ყოველთვის ვესაუბრები ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს „იუვენტუსში“, მაგრამ ახლა „მანჩესტერში“ ვარ, ერთი წელი კიდევ მაქვს კონტრაქტი და მინდა ეს სეზონი, რაც შეიძლება კარგად დავასრულოთ, შემდეგ ვნახოთ. თუმცა, ტურინში თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ”, – თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის ფინალში 10 ოქტომბერს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. პოლ პოგბას კი „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …