მთავარი / სიახლეები / პირლო: “ეს კლუბი მიყვარს”

პირლო: “ეს კლუბი მიყვარს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ იტალიის თასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 42 წლის სპეციალისტმა იტალიის თასი თავის დაბადების დღეზე მოიგო და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ეს ტიტული დაიმსახურა.

„ლამაზი თამაში იყო ორ დიდ გუნდს შორის, რომლებიც პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძოდნენ ფინალში, რომელსაც ხალხი ესწრებოდა. ჩვენ ამითაც ბედნიერები ვართ. გამარჯვების დიდი სურვილი გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური სეზონი არ გვქონია, ვფიქრობ, ეს თასი დავიმსახურეთ, რადგან ნახევარფინალსა და ფინალში ორი დიდი გუნდი დავამრცხეთ. კიეზას გოლი? ფეხბურთის მშვენებაა, ის საუკეთესო კონდიციაში არაა, მაგრამ მთელ მოედანზე იბრძოდა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანას ყველა ვერ ახერხებს. პირველ ტაიმში კუადრადო ძალიან უკან იყო და გოსენსზე ზეწოლას ვერ ახდენდა, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ.

სადებიუტო სეზონში ბევრი პრობლემა გვქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა აქ მეხუთე ადგილზე არ ვილაპარაკებდით და ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად არ გავვარდებოდით. რა თქმა უნდა, „იუვენტუსის“ მწვრთნელად ჩემს პოსტს დავადასტურებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობა მიიღებს. ბავშვობიდან მიყვარს ფეხბურთი, ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, მაგრამ მე მინდა, მუშაობა გავაგრძელო. მიუვარს საწვრთნელი პროცესი, მიყვარს ეს კლუბი. ეს ორი ტიტული არ შლის იმ არასტაბილურობას, რაც სეზონის განმავლობაში გვქონდა. ბევრი ვისწავლე, ფეხბურთი ამითაც ლამაზია. 100%-ით შედეგებს ვერ აღწევ, მაგრამ შემდეგ ასეთ სიხარულს იღებ. კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელში არ არის.

„ატალანტა“ – „მილანი“? „ატალანტა“ ყოველთვის აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, ვფიქრობ, ბოლო ტურშიც ისე ითამაშებს, როგორც ყოველთვის თამაშობს. ისევე როგორც „ბოლონია“ ითამაშებს სიკვდილამდე და ჩვენც მაღალი დონის თამაში უნდა ვაჩვენოთ“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ სამწვრთნელო კარიერაში სადებიუტო სეზონში ორი ტიტული მოიგო – იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. მიმდინარე სეზონში მის გარდა არცერთ იტალიელ მწვრთნელს ორი ტიტული არ მოუგია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …