მთავარი / სიახლეები / სერია A / პიოლი: “ფავორიტები არ ვართ, მაგრამ გამარჯვება შეგვიძლია”

პიოლი: “ფავორიტები არ ვართ, მაგრამ გამარჯვება შეგვიძლია”

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, მისი გუნდი ფავორიტი არაა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება შეუძლია.

„მოხარული ვარ, რომ მაქსთან შეხვედრა ისევ მომიწევს, დიდი მწვრთნელი და ძალიან ჭკვიანი ადამიანია. რთული იყო ერთქულიან „იუვესთან“ თამაშის მოლოდინი, მაგრამ არმგონია, რომ ხვალ ფავორიტები ვიყოთ. „იუვეს“ დიდი ჩემპიონები ჰყავს და ტრადიცია აქვს  და დაბალანსებული გუნდია. ვინც უკეთ ითამაშებს, გამარჯვების მეტი შანსი ექნება.

იბრაჰიმოვიჩს სურს სუპერმენი იყო, მაგრამ ჯერ ვერ ახერხებს. ის პროგრესირებს, მაგრამ ხვალ არ იქნება ჩვენთან ერთად, ისევე, როგორც ჟირუ, რომელსაც „ლივერპულის“ შემდეგ წელი ასტკივდა. ყურადღებას ჩვენს რესრსებზე გავამახვილებთ. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ, ვცდილობთ ყველა მატჩის მოგებას, ჩვენი დონე გაიზარდა. იტალიის ჩემპიონატში კონკურენტუნარიანობა მაღალია და 7 გუნდს შეუძლია ჩემპიონობა. დონარუმას აჩრდილის ქვეშ ცხოვრება არ გვიწევს, ვიცით, ჯიჯომ გუნდს რამდენი მისცა, მაგრამ ახლა შესანიშნავი მეკარე გვყავს, ძალიან მომწონს ის და ვხედავ ყოველდღე როგორ მუშაობს. ის ძალიან ცნობისმოყვარეა და უნდა ყველაფერი გაიგოს. ძლიერი მეკარე გვყავს და ასე უნდა გააგრძელოს.

ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩია, კონკურენტების დაპირისპირება. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ცხრილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 7-ეულის გუნდებთან ქულების მოპოვება. ყველა თამაშისთვის ერთნაირი ყურადღებით და მოტივაციით ვემზადებით.

აგრესიულ „იუვეს“ ველოდები, მზად უნდა ვიყოთ ყველა სიტუაციისთვის. „იუვეს“ დამარცხება შესაძლებელია, თუ მათზე მეტი ყურადღებით და ინტენსივოთ ვითამაშეთ. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოვიგოთ და ამის გაკეთებას ვეცდებით“, – თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი 19 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …