მთავარი / სიახლეები / პერინი: “მირჩევნია “იუვეში” მე-2 მეკარე ვიყო, ვიდრე სხვა გუნდში პირველი და არაფრისთვის ვიბრძოლო”

პერინი: “მირჩევნია “იუვეში” მე-2 მეკარე ვიყო, ვიდრე სხვა გუნდში პირველი და არაფრისთვის ვიბრძოლო”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინმა ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ურჩევნია „იუვეს“ მეორე მეკარე იყოს, ვიდრე სხვა ისეთ გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, რომელიც ტიტულებისთვის ვერ იბრძვის.

„რატომ დავთანხმდი მეორე მეკარეობაზე? გარედან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს კომფორტული არჩევანია, მაგრამ სიღრმისეულად ამბიციური არჩევანია, რადგან: შემეძლო კარიერა დამესრულებინა სერია A-ში 400 მატჩით, მაგრამ არასდროს მეთამაშა უმნიშვნელოვანესი მატჩები და არ მებრძოლა გამარჯვებისთვის. ეს ცოტა სანანებელი გამიხდებოდა.

ამ არჩევანის წყალობით ორი ფინალი ვითამაშე (იტალიის თასის) და ჩემპიონთა ლიგაზე ჩავატარე მატჩები. მირჩევნია „იუვენტუსში“ ცოტა თამაში ვითამაშო, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდში უფრო მეტი ვითამაშო, მაგრამ საერთოდ არაფრისთვის ვიბრძოდე.

მქონდა „ატალანტაში“ წასვლის შესაძლებლობა, თუმცა, ბედს სურდა, რომ „იუვენტუსში“ დავრჩენილიყავი და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ბოლო ტრავმის შემდეგ კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობდი, მაგრამ მადლობა უნდა გადავუხადო ნიკოლეტა რომანაცის, ჩემს მენტალურ მწვრთნელს. მისი მადლობელი მთელი ცხოვრება ვიქნები.

2014 წელს „ბაიერნში“ პეპ გვარდიოლასთან გადასვლა შემეძლო. დღევანდელი ჭკუით აუცილებლად წავიდოდი, ამიტომ, ვნანობ, რომ მაშინ უარი ვთქვი“, – განაცხადა პერინმა.

შეგახსენებთ, რომ მატია პერინი „იუვენტუსში“ 2018 წელს „ჯენოადან“ გადავიდა და პირველ სეზონში 9 მატჩი ჩაატარა. შემდეგ, როცა გუნდში ჯანლუიჯი ბუფონი დაბრუნდა, პერინი იჯარით ისევ „ჯენოას“ დაუბრუნდა, ხოლო ჯიჯის წასვლის მერე, 2021 წელს ტურინულ გრანდში დაბრუნდა. გასულ სეზონში ის მოედანზე 12-ჯერ გავიდა, მიმდინარე სეზონში ორივე თამაში მან ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …