მთავარი / სიახლეები / პერინი: “მეტოქის ფანებთან გოლის ასე აღნიშვნა, პატივისცემის ნაკლებობაა”

პერინი: “მეტოქის ფანებთან გოლის ასე აღნიშვნა, პატივისცემის ნაკლებობაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ, მატია პერინმა „ინტერთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან რომელუ ლუკაკუს გაძევებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბელგიელმა წითელი ბარათი დაიმსახურა.

„საერთოდ არ არის კარგი დასასრული, ჩვენ პირველები უნდა ვიყოთ, ვინც მაგალითის მიმცემი იქნება, მაგრამ ასეთ თამაშებში თავის შეკავება ადვილი არ არის. პატივისცემის ნაკლებობაა მეტოქე გუნდის კურვასთან გოლის ასე აღნიშვნა. ამიტომ ატყდა აურზაური.

დუშანი კარგადაა. მას საზარდული დიდი ხანი აწუხებდა, როცა ტრავმიდან ბრუნდები დრო გჭირდება ფორმაში შესასვლელად. ის ბევრს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, მალე ძველებურად ათამაშდება. ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და კონცენტრირება მოვახდინოთ იმაზე, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია“, – თქვა პერინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 8 აპრილს, სტუმრად რომის „ლაციოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …