მთავარი / სიახლეები / პარედესი შესაძლოა ტურინში ორშაბათს ჩავიდეს

პარედესი შესაძლოა ტურინში ორშაბათს ჩავიდეს

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი „იუვენტუსთან“ ახლოსაა და იტალიური მედია ვარაუდობს, რომ დღეს მხარეები საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.

როგორც ცნობილი ხდება, არგენტინელი შეიძლება ხვალ ტურინში სამედიცინო შემოწმებისთვის ჩავიდეს. ის „იუვეს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით უნდა შეუერთდეს.

პარედესის ტრანსფერი იმის მომასწავებელია, რომ ტურინელები რომელიმე ნახევარმცველს შეელევიან. ყველაზე აქტუალური არტურის წასვლაა, რომელსაც ინგლისის, საფრანგეთისა და პორტუგალიის გუნდებიდან აქვს შეთავაზებები, თუმცა არც დენის ზაკარიას წასვლაა გამორიცხული.

გარდა ამისა, დიდი ალბათობით, „იუვენტუსს“ იჯარით დატოვებენ ნიკოლო როველა და ნიკოლო ფაჯოლი, ხოლო ფაბიო მირეტი გუნდში დარჩება, რადგან 19 წლის ფეხბურთელმა მასიმილიანო ალეგრის ნდობა საბოლოოდ მოიპოვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …