მთავარი / სიახლეები / პარედესის ტრანსფერის ბოლო დეტალები თანხმდება, არგენტინელი შეიძლება კვირას ტურინში იყოს

პარედესის ტრანსფერის ბოლო დეტალები თანხმდება, არგენტინელი შეიძლება კვირას ტურინში იყოს

ტურინის „იუვენტუსში“ ლეანდრო პარედესის ტრანსფერი ძალიან რეალური გახდა. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელი სავარაუდოდ, კვირას ტურინში იქნება და მომდევნო კვირიდან კლუბთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

პსჟ თანახმაა ფეხბურთელი იჯარით გაუშვას და ახლა მხარეები გამოსყიდვის ფორმულაზე მუშაობენ.

„იუვენტუსმა“ მას შემდეგ, რაც ადრიენ რაბიო ვერ გაყიდა, გადაწყვიტა თავდამსხმელში ნაკლები ინვესტიცია ჩაედო, ამიტომაც უარი თქვა მემფის დეპაიზე და არკადიუშ მილიკი დაიმატა. დანაზოგი ფულით (დეპაი გაცილებით მაღალ ხელფასს ითხოვდა), პარედესის ტრანსფერი რეალური გახდა.

არგენტინელს იტალიაში „კიევოში“, „ემპოლისა“ და „რომაში“ უთამაშია, ამიტომაც, მასიმილიანო ალეგრი იმედოვნებს, რომ მისი ადაპტაციის პერიოდი რთული არ იქნება. პარედესს რეჯისტას პოზიციაზე თამაში შეუძლია, რაც მანუელ ლოკატელის „მეძალას“ პოზიციაზე გადაყვანის შესაძლებლობა იქნება. გუნდში რეჯისტას არარსებობს გამო ლოკატელის დღემდე მისთვის არაკომფორტულ პოზიციაზე უწევს თამაში, რის გამოც არასტაბილურ თამაშს აჩვენებდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …