მთავარი / სიახლეები / პარატიჩის მაკკენის “ტოტენჰემში” წაყვანა და ფრანგ ფეხბურთელში გაცვლა სურს

პარატიჩის მაკკენის “ტოტენჰემში” წაყვანა და ფრანგ ფეხბურთელში გაცვლა სურს

ლონდონის „ტოტენჰემის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ვესტონ მაკკენის ტრანსფერით დაინტერესებულია.

როგორც Tuttosport-ი წერს, პარატიჩი მზადაა ყოფილ კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყოს და „იუვეს“ ამერიკელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, „ტოტენჰემის“ ფრანგი საყრდენი, ტანგი ნდომბელე შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ მას „იუვენტუსი“ ჯერ კიდევ „ლიონში“ თამაშისას აკვირდებოდა.

თუმცა, გამოცემის ცნობით, ტურინელებმა პარატიჩის წინადადებაზე მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს. ბოლო პერიოდში მაკკენის გუნდიდან სავარაუდო წასვლაზე იტალიური მედია აქტიურად წერს და შესაძლოა ამერიკელმა „იუვე“ დატოვოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …