მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: “იუვემ” რემზის კონტრაქტი გაუწყვიტა

ოფიციალურად: “იუვემ” რემზის კონტრაქტი გაუწყვიტა

ტურინის „იუვენტუსსა“ და აარონ რემზის შორის კონტრაქტი გაწყდა. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და თანამშრომლობა შეწყვიტეს. ტურინელთა ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

რემზის „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა და ამ პერიოდში 7 მილიონი ევრო უნდა მიეღო, მაგრამ ის კლუბის გეგმებში აღარ შედიოდა, ამიტომ, კონტრაქტი გაუწყვიტეს.

რემზიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „რეინჯერსში“ გაატარა, ხოლო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან ირიცხებოდა და 70 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …