მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: ბრემერი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ოფიციალურად: ბრემერი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ გლეისონ ბრემერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 25 წლის ბრაზილიელმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ბრემერის ტრანსფერში „იუვენტუსმა“ 40 მილიონი ევრო და პლუს 7 მილიონის ბონუსი გადაიხადა და ამიერიდან „ტორინოს“ ყოფილი მცველი „იუვეში“ 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც 17 წლის განმავლობაში ჯორჯო კიელინის ემოსა.

„ბებერმა ქალბატონმა“ „ინტერის“ კონკურენცია დაძლია, რომელსაც ბრემერთან შეთანხმება რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა მიღწეული, მაგრამ საბოლოოდ, ტურინელებმა ერთ დღეში შეძლეს კონკურენტის დაჯაბნა.

გლეისონ ბრემერი 2018 წლიდან „ტორინოში“ თამაშობდა და 110 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო. მან „იუვეში“ მატაის დე ლიხტი უნდა შეცვალოს, რომელიც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …