მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერს დეტალები წყვეტს”

ნედვედი: “ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერს დეტალები წყვეტს”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა. ნედვედის განცხადებით, ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია და ჯგუფიდან გასვლა ადვილი არ იქნება.

„წელს ძალიან ბევრი დაბალანსებული ჯგუფია, მთა შორის ჩვენიც. ვიცით „ჩელსის“ სიძლიერე, მაგრამ „ზენიტი“ და „მალმიოც“ შესანიშნავი გუნდებია. ცხადია, მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ყველა მეტოქე უნდა დავაფასოთ.

ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული ტურნირია, სადაც დეტალები ყველაფერს წყვეტს. ალეგრის დაბრუნებით ახალი ციკლი დაიწყო და დარწმუნებული ვართ, რომ ის არის შესაფერისი მწვრთნელი. გვჯერა გუნდის და დარწმუნებული ვართ, რომ ენთუზიაზმი ფუნდამენტურ როლს ითამაშებს ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩიდან“, – თქვა ნედვედმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე „ჩელსი“, „ზენიტი“ და „მალმიო“ იქნებიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …