მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “მილიკის ტრანსფერით შეტევაში დაკომპლექტება დასრულდა”

ნედვედი: “მილიკის ტრანსფერით შეტევაში დაკომპლექტება დასრულდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა და ასევე კომენტარი არკადიუშ მილიკის ტრანსფერსა და ლეანდრო პარედესის მოსალოდნელ ტრანსფერზე გააკეთა.

„რთული, მაგრამ ძალიან პატივსაცემი ჯგუფია. ჩემპიონთა ლიგაზე არაფერია ადვილი და არაფერია დაუფასებელი. ყველა ჯგუფი რთულია, ძლიერი გუნდებით. გვიხარია, რომ ამ პრესტიჟულ გუნდებს ვეთამაშებით, ყველა მეტოქე შესანიშნავია. პსჟ-სთან მომხიბლავი ორმატჩიანი დუელი გველის, მაგრამ არც „ბენფიკასთან“ და „მაკაბისთან“ იქნება ნაკლები. გვიხარია, რომ ისრაელში წასვლა მოგვიწევს, რადგან „ატლეტიკოსთან“ ამხანაგური მატჩისთვის ვერ წავედით. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და ყველა მატჩს ერთნაირი მონდომებით მივუდგეთ. მაქსიმალური ყურადღება დაგვჭირდება და ბევრი ლამაზი თამაში გველოდება.

ვფიქრობ, გუნდს ახლა არაფერი სჭირდება. სეზონი ახლახან დაიწყო და შესაძლოა ორივე თამაშის მოგების იმედი გვქონდა, მაგრამ სამუშაოდ უბრალოდ ცოტა მეტი სიმშვიდე გვჭირდება. ფრის შემდეგ ეგრევე ბევრი კრიტიკა მივიღეთ და არამგონია ისინი მართლები იყვნენ. ბევრი ტრავმაა გუნდში, ძირითადი შემადგენლობის პოტენციური ოთხი წევრი გვაკლდა. ჩვენ ვფიქრობთ მუშაობაზე და როგორც ალეგრიმ თქვა, ყველა თამაშს სწორი განწყობით უნდა მივუდგეთ.

რატომ მილიკი და არა დეპაი? მილიკი ავირჩიეთ, რადგან მას აქვს შესაბამისი თვისებები ჩვენი გუნდისთვის. მისგან გოლებს ველით და მისი ძალიან გვჯერა. ამ ტრანსფერით შეტევის ხაზი დაკომპლექტებულია. პარედესი? ვერაფერს გეტყვით, რადგან ის ჩვენი ფეხბურთელი არ არის. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი გუნდის დაკომპლექტება, სატრანსფერო ბაზარი დახურული არ არის და ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ“, – თქვა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …