მთავარი / სიახლეები / ნედვედი ვლაჰოვიჩზე, ლოკატელისა და დიბალაზე…

ნედვედი ვლაჰოვიჩზე, ლოკატელისა და დიბალაზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა დუშან ვლაჰოვიჩზე, მანუელ ლოკატელისა და პაულო დიბალაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, დიბალას კონტრაქტის საკითხის განხილვა მოგვიანებით გახდება.

„ვლაჰოვიჩის პირველი თვეები უბრალოდ შთამბეჭდავია. წარსულში ბევრ ჩემპიონთან მიმუშავია, მაგრამ ის ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება. მან გუნდი შეცვალა, თავმდაბალია, ძალიან ბევრს მუშაობს და „იუვეს“ დონის მოთამაშეა. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული, ის და ლოკატელი მაგალითი არიან იმისა, რომ ყველაფერი გააკეთეს „იუვეში“ მოსასვლელად და ჩვენც გვსურდა მათი დამატება.

ამ ფეხბურთელებისთვის მაგალითის მიცემა ფუნდამენტურია. კიელინი, ბონუჩი არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ მაგალითს იძლევიან. მათ იციან, ჩვენი მაისურის სიმძიმე და ფასი.

დიბალა? ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მხოლოდ პაულოსთან არ გვაქვს კონტრაქტის საკითხი. ჩვენს შორის შეთანხმებაა მიღწეული, რომ ჯერ თამაშზე ვიფიქროთ, ამაზე ვიყოთ კონცენტრირებული და შემდეგ ვიმსჯელოთ განახლებაზე. ბიჭებმა ეს მიიღეს და ეს ჩანს. ჩვენ არა მხოლოდ პაულოს კონტრაქტის საკითხი, არამედ ყველასი გადავდეთ. ვესაუბრეთ ფეხბურთელებს, ისინი დაგვთანხმდნენ, რომ ახლა მოედანზე იფიქრონ. უფასოდ დაკარგვის საფრთხე? „იუვენტუსს“ არაფრის ეშინია, ჩვენ ყოველთვის საჭირო ადგილას ვიქნებით. ყურადღება თამაშზე გვაქვს გამახვილებული. რიუდიგერი? შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ „ჩელსის“ წევრია“, – თქვა ნედვედმა.

აქვე გეტყვით, რომ ჩეხმა ეს კომენტარი „ვილიარეალთან“ მატჩის დაწყებამდე გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …