მთავარი / სიახლეები / სერია A / ნედვედი: “დიბალას “ინტერში” წარმოდგენაც არ მინდა”

ნედვედი: “დიბალას “ინტერში” წარმოდგენაც არ მინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ წარმოდგენაც არ უნდა, რომ არგენტინელმა „ინტერში“ ითამაშოს.

„დიბალა „ინტერში“? ეს, ის კითხვაა, რომელსაც საკუთარ თავისთვის არ დამისვამს და თავიდან ავირიდებდი. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ პაულოს მუშაობით და დარწმუნებული ვარ, ის სეზონს კარგად დაასრულებს. ყველამ გავიზიარეთ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ არის კავშირში პაულოს კლასთან. პაულო დიბალა თავისი მომავალი გუნდისთვისაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

ჩვენ გვყავს კიეზა, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია, შემდეგ მწვრთნელთად ერთად მოვიფიქრებთ, როგორ დავაკომპლექტოთ შეტევა. იდეები არსებობს და საკმაოდ ნათელია“, – თქვა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …