მთავარი / სიახლეები / ნედვედი “ალიანც სთედიუმზე”, ახალ სტადიონის მშენებლობაზე და სხვა თემებზე…

ნედვედი “ალიანც სთედიუმზე”, ახალ სტადიონის მშენებლობაზე და სხვა თემებზე…

იტალიური გაზეთის Tuttosport-ის ჟურნალისტმა გვიდო ვაჩაგომ წიგნი გამოსცა, სახელად „იუვეს“ სახლი“, რომელიც მთლიანად „ალიანც სთედიუმს“ ეძღვნება, რომელიც ერთი თვის წინ 10 წლის გახდა.

წიგნის პრეზენტაციას „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი დაესწრო, რომელმაც ბევრ თემაზე ისაუბრა, სტადიონის შესახებ კი საკმაოდ ვრცლად.

„იუვეს“ სტადიონზე

„სახლი მახსენდება, ისევე, როგორც წიგნის სათაურია. ეს არის ყველა ჩვენგანის სიამაყე, კლუბის და გულშემატკივრების. სტადიონის ფლობა დიდი სიამაყეა, აუცილებელია კლუბის მხარდაჭერა ისე, რომ მან ბრწყინვალების სტატუსი შეინარჩუნოს. ვიმეორებ, ეს წარმოადგენს ჩვენთვის სახლს, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი ყველა გულშემატკივრისთვის, რომლებიც მოდიან სტადიონზე თავიანთი გუნდის მხარდასაჭერად და თავს სახლში გრძნობენ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა და ფეხბურთელებმა ეს იგრძნონ, აჩვენონ გულშემატკივრებს თავიანთი ვნება, რაღაც განსაკუთრებული. მოთამაშეები უნდა იყვნენ პასუხისმგებლენი, მათ ყოველთვის უნდა შეეძლოთ ამ ფერების წარმოდგენა.

იტალიაში სტადიონებზე

იტალიაში ამ სფეროში ორი მთავარი პირია: ადგილობრივი პოლიტიკა და ინვესტორები. ეს არის რბოლა, საშუალო მიზანია. ჩვენ გვჭირდება მოთმინება და ბევრი მილიონი. თუ მნიშვნელოვანი პროდუქტის შექმნა გვსურს, მაშინ ინვესტიცია საჭიროა.

ახალი სტადიონი 23-წლამდე და ქალთა გუნდებისთვის

ვესაუბრე კლუბის დირექტორს და ბედნიერი ვარ ქალთა გუნდის თამაშით. ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ და ძალიან ბედნიერები ვიყავით. ეს შესანიშნავი იყო. ყოველშემთხვევაში, ახალი სტადიონის პროექტი, უფრო მცირე ტევადობით გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიამ ბევრი რამ შეაჩერა. ამ მომენტისთვის პროექტი შეჩერებულია, მაგრამ მომავალში ამის გაკეთებას ვიმედოვნებთ.

გულშემაკტივრების გარეშე პერიოდი

ძალიან რთული მომენტი იყო, უნდა ითქვას, რომ ჩვენ, როგორც ფეხბურთს, გაგვიმართლა. შევძელით ჩვენი საქმის განსხვავებულად გაკეთება. ძალიან განსხვავებული იყო ადამიანების, გულშემატკივრების, ვნებების გარეშე. განსხვავებული და ძალიან რთული ჩემპიონატი. გვიხარია, რომ მთავრობამ მოგვცა 75%-ზე დასწრების უფლება, იმედი გვაქვს, რომ მალე 100% იქნება. ეს ძალიან კარგი იქნება.

რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა და სითბო

რა თქმა უნდა, ეს საჭიროა, გარწმუნებთ, რომ ფეხბურთელები ამას გრძნობენ და შეგიძლია ეს მათი თამაშიდანაც გაიგო. მხოლოდ გულშემატკივრები გიბიძგებენ უფრო შორს წასვლისკენ, ისინი გაძლევენ სტიმულისკენ. ჩემს თავზე გეტყვით, რომ ჩემს ვმუხტავდი როგორც ჩვენი, ისე მეტოქე გულშემატკივრების შეძახილებით. როდესაც გარშემო გისტვენენ და დაგცინიან, ეს გაგრძნობინებს, რომ დაფასებული ხარ და მათ შენი ეშინიათ.

რას ნიშნავს სტადიონზე საკუთარი ვარსკვლავის ქონა

ეს მშვენიერი გრძნობაა, სტადიონის ვარსკვლავის ქონა გამაგიჟებელი ემოციაა. ძალიან ვამაყობ და მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომ ხმა მომცეს. ეს დასაფასებელი ინიციატივაა.

ისტორია ომარ სივორიზე

2005 წელს ჩვენთან სივორი მოვიდა, მწვრთნელი კაპელო იყო, მაშინ ჯერ კიდევ სისპორტში ვვარჯიშობდით. გაგვიმართლა, რომ მასთან ერთად ფოტო გადავიღეთ, ტურამიც იქ იყო. აღფრთოვანებულები ვიყავით, ჩვენ პატივს ვცემთ მათ, ვინც „იუვენტუსის“ ისტორია დაწერა.

„იუვენტუსთან“ ურთიერთობა

20 წელია აქ ვარ, მე ვარ უცხოელი, რომელიც ოჯახის ერთ-ერთ წევრად მიმიღეს. მადლობა უნდა გადავუხადო „იუვენტუსის“ წარმომადგენლებს, ანიელების ოჯახს, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა აქ მემუშავა. პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რომ დავაბრუნო ის, რაც მომცეს.

გამარჯვების ვალდებულება

შიში არ არის, ჩვენ ბოლო ორის განმავლობაში შედეგების გამო გვაკრიტიკებენ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველა თანხმდება, რომ ჩვენ ამ პერიოდში ერთი სკუდეტო და ორი თასი მოვიგეთ. სხვა გუნდებს 10 წელია არაფერი მოუგიათ. კრიტიკა კარგია, შეჩვეულები ვართ, გამარჯვების წნეხის ქვეშ ვცხოვრობთ, შეჩვეულები ვართ და ეს ჩვენზე არ მოქმედებს. ვისაც „იუვეში“ თამაში უნდა, აქ მუშაობა უნდა იცოდეს. შინაგანად ძლიერი უნდა იყო და არ უნდა შეგეშინდეს.

ევროპული მდგომარეობა

რთული კითხვაა, ფინანსური სამართლიანი თამაშის წესი არ მუშაობს. ვიმედოვნებ, რომ უეფა მიხვდება, რომ ეს არ მუშაობს. ფეხბურთის სწორი იდეაა დახარჯო ის, რასაც გამოიმუშავებ, თვითდაფინანსება. არ უნდა დაიხარჯოს მეტი ფული, ეს არის ხაზი, რომელსაც უნდა გავყვეთ და უნდა გვქონდეს.

სტადიონი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს

ისტორიულად ის არის ფეხბურთის სამყარო და იქ თამაში მომწონდა – „სანტიაგო ბერნაბეუ“. ეს არის სტადიონი, სადაც უფრო მეტს აკეთებ, ვიდრე შეფიძლია, ფეხები თავისით მიდიან, ყოველთვის სასიამოვნოა იქ თამაში. შიში ამ სტადიონზე? შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ შიში არაა. უყურებ ტრიბუნებს, რომელიც არასდროს მთავრდება, ის ორჯერ აღემატება ჩვენს სტადიონს და ყოველთვის სასიამოვნოა იქ თამაში. „ოლდ ტრაფორდი“? ეს არის ისტორია, რომელიც ინგლისში მეფობს. „იუნაიტედი“ ისტორიული გუნდია, ისევე როგორც „რეალი“, „იუვე“, „ბარსელონა“, „ბაიერნი“. ისინი არიან გუნდები, რომელთაც ისტორიულად რაღაც მეტი აქვთ.

ყველაზე ლამაზი მატჩი

„ჩელსისთან“ ბოლო თამაში, რომელიც მოვიგეთ. როგორც პრეზიდენტი ამბობს: „საუკეთესო თამაში შემდეგი მატჩია“. ყველა გამარჯვება ლამაზია, მისი მიღწევა ძნელია. გამარჯვება „იუვეს“ დნმ-შია.

„იუვე“ – „რომა“

რა თქმა უნდა, ლამაზი თამაში იქნება, ყველას ვეპატიჟები. ორი გუნდი გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე მწვრთნელით. რაღაც განსაკუთრებულისთვის უნდა მოვემზადოთ, ეს სანახავი მატჩი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …