მთავარი / სიახლეები / სერია A / მხოლოდ ქულა “რომასთან”

მხოლოდ ქულა “რომასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მესამე ტურში „რომას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

თამაში ძალიან კარგად დაიწყო და მეორე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. პირველ ნახევარში „იუვე“ ძალიან კარგი იყო და კიდევ შეეძლო გატანა. ყველაზე ახლოს ამასთან ხუან კუადრადო იყო, მაგრამ მისი დარტყმა რუი პატრისიუმ მოიგერია. 25-ე წუთზე ტურინელებმა გაიტანეს, მანუელ ლოკატელიმ შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი შეაგდო, მაგრამ შეტევის დასაწყისში ვლაჰოვიჩზე ხელით თამაში ვიდეორეფერიმ დააფიქსირა და გოლი გადამოწმების შემდეგ გააუქმეს.

მეორე ტაიმი „იუვენტუსმა“ ცუდად ჩაატარა და გაუშვა კიდეც. 69-ე წუთზე ტამი აბრაჰამმა პაულო დიბალას შესანიშნავი პასით აღადგინა წონასწორობა, ხოლო ბოლოსკენ არკადიუშ მილიკმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, თორემ ალეგრის გუნდი სულაც წააგებდა.

რა იყო პოზიტივი? ალბათ, ფაბიო მირეტის შესანიშნავი თამაში. კარგად ითამაშა ადრიენ რაბიომაც, მაგრამ რად გინდა? ფრანგმა მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმა მიიღო და არავინ იცის რამდენ ხანს იუქმებს.

ამრიგად, თამაში 1:1 დასრულდა და „იუვენტუსს“ სამ ტურში მხოლოდ 5 ქულა აქვს, მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად 31 აგვისტოს, „სპეციასთან“ გამართავს.

„იუვენტუსი“ – „რომა“ 1:1 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო; რაბიო (ზაკარია 58), ლოკატელი (როველა 86), მირეტი (მილიკი 77); კუადრადო (მაკკენი 77), ვლაჰოვიჩი (კინი 86), კოსტიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„რომა“ (3-4-2-1): რუი პატრისიუ; მანჩინი (ელ შაარავი 46), სმოლინგი, იბანიესი; კარსდორპი (ჩელიკი 62), კრისტანტე, მატიჩი, სპინაცოლა (ზალევსკი 46); დიბალა (კუმბულა 78), პელეგრინი (ბოვე 90); აბრაჰამი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (2), 1:1 აბრაჰამი (69)

გაფრთხილება: ლოკატელი (6), კოსტიჩი (77) – კრისტანტე (41), ჩელიკი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 8 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …