მთავარი / სიახლეები / მორატა: “არ ვიცი მომდევნო სეზონში სად ვითამაშებ”

მორატა: “არ ვიცი მომდევნო სეზონში სად ვითამაშებ”

ალვარო მორატამ ჯერჯერობით არ იცის, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში. ესპანელი „ატლეტიკოს“ საკუთრებაა, „იუვენტუსში“ ის იჯარით თამაშობდა. როგორც იტალიური მედია წერს, მასიმილიანო ალეგრის მორატას შენარჩუნება სურს, მაგრამ თვითონ ფეხბურთელისთვის ჯერ არაფერია ცნობილი.

„არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ბოლო 6-7 ზაფხულთან შედარებით ყველაზე მშვიდად ვარ. ველოდები, რომ ჩემი აგენტი დამირეკავს და მეტყვის, სად ვითამაშებ. ჩვენ მადრიდში სახლი გვაქვს, სადაც მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს“, – თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფორვარდმა გასულ სეზონში 44 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …