მთავარი / სიახლეები / მილიკი: “იტალიის უდიდეს გუნდში მოხვედრით ბედნიერი ვარ”

მილიკი: “იტალიის უდიდეს გუნდში მოხვედრით ბედნიერი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა არკადიუშ მილიკმა კლუბთან კონტრაქტი გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა ფორვარდმა აღნიშნა, ბედნიერია იტალიაში დაბრუნებით და იტალიის ყველაზე დიდ კლუბში გადასვლით.

„ძალიან ემოციური მომენტია, მშვენიერი დღეა ჩემთვის. დიდ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი, უდიდეს კლუბთან, რომელიც იტალიაში არსებობს. ძალიან ბედნიერი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ იტალიაში დავბრუნდი, სადაც 4 წელი გავატარე და ამ ენაზე საუბარი შემიძლია. საფრანგეთში კარგად ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ცხოვრება და თამაში განსხვავებულია. ეს კარგი გამოცდილება იყო, მაგრამ იტალიის ჩემპიონატი მაკლდა და ახლა ბედნიერი ვარ და მინდა, გუნდს ჩემი წვლილით დავეხმარო.

მოვედი გუნდში, რომელსაც აქვს თავისი ფიზიონომია და კარგი შემტევები ჰყავს. იმედია, ჩემს წვლილს შევიტან და უფრო მეტად გავძლიერდები. რატომ 14 ნომერი? პირველ რიგში იმიტომ, რომ სხვა ნომრები დაკავებული იყო, მეორეც იმიტომ, რომ ჩემი კუმირი ამ ნომრით თამაშობდა: ტიერი ანრი“, – თქვა მილიკმა.

შეგახსენებთ, რომ არკადიუშ მილიკი „იუვენტუსს“ „მარსელიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …