მთავარი / სიახლეები / მასიმო მაურო: “VAR-ი იტალიაში მხოლოდ “იუვეს” დასასჯელად შემოიღეს”

მასიმო მაურო: “VAR-ი იტალიაში მხოლოდ “იუვეს” დასასჯელად შემოიღეს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ მატჩში მსაჯების მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, VAR-ი იტალიაში მხოლოდ იმიტომ შემოიღეს, რომ „იუვენტუსი“ დაესაჯათ.

„უნდა გვახსოვდეს, რომ „იუვენტუსი“ სკუდეტოებს დამსახურებულად იგებდა. VAR-ი „იუვენტუსის“ დასასჯელად შემოიღეს, მაგრამ ერთხელაც იქნება, როცა „იუვე“ ზედიზედ ოთხ სკუდეტოს მოიგებს VAR-ის ეპოქაში და ასე ყველა მიხვდება, რომ უძლიერესი გუნდი იმარჯვებს. თუმცა, ახლა ცხადია, რომ VAR-ი ვერასდროს გადაჭრის გარკვეულ პრობლემებს, პირიქით, უფრო ადიდებს მათ.

მე არ განვიხილავ მსაჯის შეცდომას, განვიხილავ VAR-ის ზარს, საიდანაც მას დაუძახეს, რომ ეპიზოდი ენახა. მსაჯი მანამდე ყველაფერს სწორად აკეთებდა, გოლიც ჩათვალა. იქ მხოლოდ VAR-ი შეცდა. პროტოკოლი უნდა შეიცვალოს, VAR-ი დარწმუნებული უნდა იყოს ეპიზოდში, რომ ჩაერიოს, ისე ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს და ჩუმად უნდა იყოს“, – თქვა მაურომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …