მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ჩელსისთან” მატჩამდე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ჩელსისთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი 3 მცველით ითამაშებს თუ ოთხით. ალეგრიმ დააანონსა, რომ ვოიცეხ შჩესნი, ალექს სანდრო და მანუელ ლოკატელი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

„დილით გადავწყვეტ როგორი სქემით ვითამაშებთ. რემზის გარდა, ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია, მათ შორის, რაბიოვ. საბედნიეროდ, ჯორჯომ ყველაფერი თქვა და როგორც მან თქვა ისე უნდა ვითამაშოთ. საჭირო იქნება ტექნიკური თამაშის ჩვენება, ტუხელმა დიდი სამუშაო გასწია, მან გუნდს სიმტკიცე მისცა. ისინი კონტრშეტევებზე ძლიერები არიან და სტანდარტულ მდგომარეობებზე. ეს დიდი ტესტი იქნება, შეიძლება გოლიც არ გავუშვათ, ეს შესაძლებელია. თუმცა, მოთმინება იქნება საჭირო ბურთის ფლობის დროს, არ არის ადვილი მეტოქის დაცვაში ხარვეზების პოვნა და მოედანზე თავი კარგად უნდა ვიგრძნოთ.

3-მცველიანი სქემა თუ 4-მცველიანი? ეს არის ჩემი პირველი ეჭვი. უკვე ვთქვი, რომ ეს ბურთის ფლობის საკითხია, როცა ბურთი გვექნება, შეიძლება 3 მცველით ვითამაშოთ. შჩესნი, ლოკატელი და ალექს სანდრო ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. დანილო? ხვალ ითამაშებს, მაგრამ რა პოზიციაზე, ვნახოთ, ჯერ არ ვიცი.

ფორვარდის პოზიციაზე მხოლოდ კინი გვყავს. ორ ან სამ შემტევს დავაყენებ თვისებების მიხედვით. თამაშის დღეს მივიღებ გადაწყვეტილებას. კინი? მას პასუხისმგებლობა არ უნდა ჰქონდეს. უნდა ითამაშოს და გაიტანოს გოლები, ერთადერთი რაც მან იცის, გოლების გატანაა. კარგად ურტყამს, კარგად უტევს, შეტევას კარგად ასრულებს. გუნდთან თამაშის კუთხით უნდა მოუმატოს. ბურთის გაჩერებაში და ტექნიკაში. ასაკიდან გამომდინარე, მას უკვე საკმაო გამოცდილება აქვს.

ბერნარდესკი? ზოგჯერ მას შეუძლია ფლეიმეიქერად ითამაშოს, მაგრამ ეს არ არის მისი პოზიცია. ფედერიკოს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუვლენია. კვირას კარგი მატჩი ჩაატარა, ისევე, როგორც „სპეციასთან“. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.

რაბიოს კოჭი კარგად აქვს. მასზეც იგივეს თქმა შემიძლია, რაც ბერნარდესკიზე ვთქვი. მათ ვარჯიშებზეც უნდა გამოვლინონ მაქსიმუმი, ეს არის სხვაობა ფეხბურთელების კარიერაში, მენტალობა ძალიან მნიშვნელოვანია. რაბიო რომ ვიყო, ძალიან გავბრაზდებოდი, რადგან მისნაირი ფეხბურთელი გაცილებით მეტ გოლს უნდა იტანდეს. ამ სეზონში ის ამ დეტალებს გააუმჯობესებს.

მინდა ვნახო გუნდი, რომელიც ტექნიკურად კარგად ითამაშებს. ჩვენი ფეხბურთელები ახალგაზრდები აღარ არიან, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება აკლიათ. ამ მატჩში მოთმინება იქნება საჭირო. „ჩელსი“ არის გუნდი, რომელიც შეცდომებს არ პატიობს.

კიეზა? მისგან ველოდები იმას, რასაც ახლა აკეთებ და კიდევ უფრო მეტს. ის ევროპის ჩემპიონატზე გატანილმა გოლებმა შეცდომების მცირე ზღვარზე დააყენა, ყველა მეტს მოელის და მისთვის ეს წლი გაცილებით რთული და მნიშვნელოვანია, ვიდრე წინა წლები.

ჩემპიონთა ლიგაზე მიზანი? ჯგუფიდან გასვლის მიზანი საკმარისი არ არის, გვინდა ფინალში გავიდეთ. ყველამ უნდა იმუშაოს გამარჯვებისთვის. მხოლოდ ასე შევძლებთ ბოლომდე მისვლას. იგივე ეხება სკუდეტოსაც. ამით არის განსხვავებული დიდ გუნდში ყოფნა. ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, მაგრამ ამბიცია უნდა არსებობდეს და სურვილი უნდა გვქონდეს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ჩელსის” მატჩი 29 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …