მთავარი / სიახლეები / სერია A / მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ემპოლისთან” მატჩამდე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ემპოლისთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ემპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა კრიშტიანუ რონადლუზე ისაუბრა და სხვა თემებსაც შეეხო.

“კრიშტიანუმ გუშინ მითხრა, რომ აღარ აპირებს „იუვენტუსში“ თამაშს. ამის გამო დღეს დილით არ უვარჯიშია და არც ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნება. ახლა მოდით „ემპოლიზე“ ვისაუბროთ. უდინეში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მოგებული თამაში ვერ მოვიგეთ. „ემპოლისთან“ აქტიურად უნდა ვითამაშოთ.

კარგად ვმუშაობთ, მაგრამ საჭიროა გამარჯვებების მოპოვება. ორი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, რომელიც აღარ უნდა მოხდეს. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში და ტექნიკა. ჩვენი მაყურებლის წინაშე ვთამაშობთ და მზად უნდა ვიყოთ. ყველა ფეხბურთელი პასუხისმგებლობას გრძნობს. ახლა კრიშტიანუს არყოფნის გამო მათი პასუხისმგებლობა გაიზარდა. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მომატება ყველა თვალსაზრისით გვჭირდება.

იმედგაცრუებული ვარ კრიშტიანოთი? აბსოლუტურად არა. მან თავისი არჩევანი გააკეთა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. სივორი, პლატინი, დელ პიერო, ზიდანი, ბუფონი და ბევრი დიდი ფეხბურთელი წასულა, ეს ცხოვრების წესია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ „იუვენტუსი“ რჩება. მან სამი წელი თავისი წვლილი შეიტანა კლუბში, ახლა ის მიდის და ცხოვრება გრძელდება.

ბოლო ორ თამაშში 5 გოლი გავიტანეთ და 3 გოლი გავუშვით. ფეხბურთში ის იგებს, ივსაც საუკეთესო ბურთების ბალანსი აქვს. ერთი ან ორი გოლით ნაკლები რომ გაგვეშვა, უდინეში სამ ქულას მოვიპოვებდით. გოლების გატანის პრობლემა გვექნება? დიბალას, მორატას, მაკკენის, კიეზას, ბერნარდესკის, რაბიოს გოლების გატანა შეუძლია, მცველებსაც. რაბიომ შარშან 3 გოლი გაიტანა და ეს მისთვის ძალიან ცოტაა. რონალდუ დიდი ჩემპიონია და დიდი წვლილი შეიტანა, მას წარმატებებს ვუსურვებ, სადაც ითამაშებს. ის იყო მაგალითი ბიჭებისთვის, უბრალოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ ახლა წინსვლაზე და სამი ქულის მოპოვებაზე უნდა ვიფიქროთ.

კრიშტიანუს პარასკევს ვესაუბრე და უდინეში ვუთხარი, რომ სათადარიგო სკამზე იქნებოდა. ისიც დამეთანხმა. სატრანსფერი ბაზარზე სიტუაცია სწრაფად იცვლება და ჩვენ ეს მშვიდად უნდა მივიღოთ. „იუვეში“ ისინი რჩებიან, ვისაც ეს გუნდი უყვართ, მარტივია. 3-4 დღე რჩება სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე, ვნახოთ თუ დავიმატებთ ახალ თავდამსხმელს, შესანიშნავი იქნება, თუ არადა, ამ გუნდით გავაგრძელებთ მუშაობას. ბიჭებით კმაყოფილი ვარ და შემადგენლობა კარგია, ყველას აქვს პოტენციალი, რომ კარგი სეზონი ჩაატაროს.

ბიჭებს ეს ამბავი დღეს დილით ვუთხარი. არაფერი მიკვირს, ეს არის სატრანსფერო ბაზარი. ხვალ „ემპოლის“ ვეთამაშებით და გაბრაზებული უნდა ვიყოთ იმის გამო, რაც უდინეში დავტოვეთ.

მაკკენიც წავა? ის არ უნდა წავიდეს, აბსოლუტურად, მას ბევრი გოლის გატანა შეუძლია, დისციპლინაში უნდა მოუმატოს. ის შემტევი ნახევარმცველია. კინი? ის ახლა ჩვენი ფეხბურთელი არ არის და მასზე საუბარს აზრი არ აქვს. ვეცდებით ხვალ მოვიგოთ, შემდეგ 3 დღე გვექნება ტრანსფერებისთვის.

სათამაშო სქემა? ეს დამოკიდებულია ფეხბურთელების თვისებებზე, ძალიან კარგი თვისებების ფეხბურთელები გვყავს. კიეზა, კულუშევსკი, იგივე დიბალა. იმის მიხედვით იქნება სქემა, როგორი შემადგენლობაც გვეყოლება. მორატა კარგადაა, კიეზა თავდამსმხელია, მაგრამ შემადგენლობას ხვალ გადავწყვეტ. რონალდუს არყოფნაში ბევრი ფეხბურთელია, რომელთაც გოლის გატანა შეუძლიათ, გუნდურად უნდა ვიმუშაოთ, მშვიდად, სურვილით და გამარჯვების მიზნით“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ემპოლის“ მატჩი 28 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …