მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრის კომენტარი “ბარსელონასთან” მატჩამდე

მასიმილიანო ალეგრის კომენტარი “ბარსელონასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსი“ 8 აგვისტოს გამპერის თასზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. ეს არის მოსამზადებელი შევხედრა, რომელშიც ტრადიციული თასი თამაშდება, რომელიც „ბარსას“ დაარსებულია.

მატჩის წინ „იუვენტუსის“ ტელევიზიასთან კომენტარი მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა:

„ეს იქნება შესანიშნავი მატჩი ორ დიდ კლუბს შორის, რომელიც, ისევე როგორც ყველა მატჩი „იუვემ“ თავისი დონისთვის შესაფერისად უნდა ითამაშოს, ეს თამაში სეზონისთვის უკეთ მომზადებაში დაგვეხმარება. მჭირდება ფეხბურთელების და გუნდის კონდიციების ნახვა.

ერთი კვირაა, რაც მთელი შემადგენლობით ვვარჯიშობთ, გუნდი კარგად ვარჯოშობს, ენთუზიაზმით და სურვილით. ეს შუალედური ეტაპია, რადგან ჩემპიონატის დაწყებამდე „ატალანტასთან“ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გვაქვს. რისი ნახვა მინდა? გუნდური თამაშის, როგორც ბურთით ყოფნის დროს, ისე უბურთოდ, აგრეთვე რამდენიმე ფეხბურთელის ზრდის ნახვა. არ ვამბობ, რომ ექსპერიმენტები იქნება, მაგრამ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ნახევარდაცვის შუაში თამაში და მინდა ხვალ ეს დავინახო. გუნდი შესანიშნავადაა დაკომპლექტებული, შარშან ორი ტიტული მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშა.

საჭიროა მუშაობა, ჩემი ამოცანაა გავაგრძელო ის სამუშაო, რაც ანდრეამ (პირლო) დატოვა და ვეცადო ეს ყველაფერი გავაუმჯობესო. ამის გასაკეთებლად და მაისში მიზნების მისაღწევად საჭიროა მსხვერპლის გაღება და „იუვეს“ დნმ-ის ჩვენება.

დიბალა? ვამჯობინე, რომ კიდევ ევარჯიშა და მისი აქ ყოფნა სარისკო იქნებოდა. პაულოს ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ იდეალური იქნება თუ ტურინში დარჩება. ტაქტიკა? ეს დამოკიდებულია იმ ფეხბურთელების თვისებებზე, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში შევარჩევ. პოზიციები მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია, მაგრამ მინდა ვნახო, ზოგიერთი მოთამაშის შემთხვევაში შეუძლიათ თუ გარკვეულ პოზიციებზე თამაში“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 8 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი გამპერის თასს მოიგებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …