მთავარი / სიახლეები / მარკიზიო ინგლისელების პეტიციაზე: “ინგლისს კიდევ ათასჯერ მოვუგებთ”

მარკიზიო ინგლისელების პეტიციაზე: “ინგლისს კიდევ ათასჯერ მოვუგებთ”

ინგლისში ევრო 2020-ის ფინალის წაგებას ვერ ეგუებიან და გულშემატკივრებმა პეტიცია შექმნეს, რომ ფინალი ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის უეფამ თავიდან ჩაატაროს.

ინგლისელი ფანები მიიჩნევენ, რომ 90-ე წუთზე ჯორჯო კიელინი ბუკაიო საკასთან უხეშობის გამო არა ყვითელ, არამედ წითელ ბარათს იმსახურებდა და მსაჯი შეცდა. ამიტომაც, შექმნეს პეტიცია, რომ შედეგი ანულირდეს და ფინალი თავიდან გაიმართოს. ამ პეტიციას უკვე 150 ათასზე მეტი ინგლისელი აწერს ხელს, ხოლო იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„მაპატიეთ, მაგრამ სად არის ხელმოწერილი პეტიცია იტალია-ინგლისის ფინალის ხელახლა ჩატარების შესახებ? ვითამაშოთ. ჩვენ კიდევ ათასჯერ მოვიგებთ“, – დაწერა მარკიზიომ სოციალურ ქსელში ირონიულად.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ინგლისი ფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ისიც ვთქვათ, რომ ფინალის თავიდან ჩატარება ნამდვილად არ იგეგმება და ეს უბრალოდ ინგლისელი ფანების ფანტაზია და ილუზიაა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …