მთავარი / სიახლეები / კრიშტიანუ რონალდუ “იუვეს” ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა

კრიშტიანუ რონალდუ “იუვეს” ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსს“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური ვიდეოთი და სიტყვებით დაემშვიდობა. პორტუგალიელმა დაწერა, რომ ის ყველაფერს აკეთებდა ერთ-ერთი უდიდესი კლუბისთვის და ყოველთვის ერთ-ერთი იუვენტინო იქნება.

„დღეს ვტოვებ ფანტასტიკურ კლუბს, უდიდესს იტალიაში და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ უდიდესს მთელ ევროპაში. გული და სული მივეცი იუვენტუსს და ყოველთვის მეყვარება ქალაქი ტურინი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე. „ბიანკონერის“ გულშემატკივრები ყოველთვის პატივს მცემდნენ და ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის მადლობა გადამეხადა. ვიბრძოდი ყველა თამაშში, ყოველ სეზონში და ყველა ტურნირზე. საბოლოო ჯამში შეგვიძლია უკან მივიხედოთ და მივხდეთ, რომ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, არა ყველაფერს, რაც გვსურდა, მაგრამ ერთად დავწერეთ საკმაოდ ლამაზი ისტორია.

“Juve, storia di un grande amore

Bianco che abbraccia il nero

Coro che si alza davvero

Juve per sempre sara…”

ყოველთვის ვიქნები ერთ-ერთი თქვენგანი. ახლა თქვენ ხართ ჩემი ისტორიის ნაწილი და ვგრძნობ, მე – თქვენი. იტალია, „იუვე“, ტურინი, „იუვენტუსის“ გულშემატკივრები – ყოველთვის იქნებით ჩემს გულში“, – დაწერა რონალდუმ.

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსმა“ 2018 წელს „რეალიდან“ 105 მილიონ ევროდ შეიძინა და მისი ტრანსფერი 2018 წლის 10 ივნისს გაოფიციალურდა.

მას შემდეგ კრიშტიანუმ ტურინში 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა და არაერთი რეკორდი დაამაყარა. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც 100 გოლი „იუვენტუსში“ ყველაზე სწრაფად გაიტანა, ასევე ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი მის აქტივშია – 37 გოლი 2019-2020 წლების სეზონში.

რონალდუმ „იუვენტუსთან“ ერთად ორ-ორჯერ იტალიის ჩემპიონობა და იტალიის სუპერთასი მოიპოვა, ხოლო ერთხელ იტალიის თასი. თუმცა, მთავარი წარუმატებლობა ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება, სადაც მაქსიმუმი მეოთხედფინალი გამოდგა. კრიშტიანუმ გუნდის დატოვება თავად მოითხოვა და კლუბმა მისი სურვილი დააკმაყოფილა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …