მთავარი / სიახლეები / კინი: “სადაც მწვრთნელი მეუბნება, იქ ვთამაშობ”

კინი: “სადაც მწვრთნელი მეუბნება, იქ ვთამაშობ”

მოიზე კინმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა (2:2). იტალიელმა ფორვარდმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„იოლი თამაში არ იყო, ძალიან ცხელოდა და ცოტა დავიღალეთ კიდეც ამ დღეებში ინტენსიური მუშაობისთვის. კარგად ვარ, ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო, სადაც მწვრთნელი მთხოვს, იქ ვთამაშობ, ეს იქნება გარემარბის თუ ფორვარდის პოზიცია. დი მარია? მას შეუძლია ძალიან დაგვეხმაროს“, – თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში მექსიკური „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო მომდევნო სპარინგს 31 ივლისს, მადრიდის „რეალთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …