მთავარი / სიახლეები / სერია A / კინი: “რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ თანაგუნდელები დამეხმარნენ”

კინი: “რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ თანაგუნდელები დამეხმარნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „ემპოლისთან“ გამარჯვების (4:0) და გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს სეზონი მისთვის ადვილად არ დაწყებულა, მაგრამ თანაგუნდელები გვერდში ედგნენ.

„ასე უნდა გავაგრძელოთ, ბევრს ვმუშაობთ. ახლა ყველა თამაში დღევანდელივით უნდა ჩავატაროთ და წინ უნდა ვიაროთ. მატჩის წინ ყველა ერთმანეთს სახეში ვუყურებდით, რადგან ამ მაისურისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ჩემთვის ეს სეზონი ადვილად არ დაწყებულა, მიჭირდა, მაგრამ თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ, ბევრს ვმუშაობდი, იმის მიუხედავად პრესაში რას ამბობდნენ. ჩემი თანაგუნდელები ჩემთან ახლოს იყვნენ რთულ მომენტებში და იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებ. სტადიონი მისტვენდა? არაფერი გამიგია, გუნდის დახმარებაზე ვფიქრობდი“, – თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ბენფიკასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …