მთავარი / სიახლეები / კინი: “იუვე” ყოველთვის ჩემი ოჯახი იყო და ბედნიერი ვარ”

კინი: “იუვე” ყოველთვის ჩემი ოჯახი იყო და ბედნიერი ვარ”

ტურინის „იუვენტუსმა“ მოიზე კინი წარადგინა, რომელმაც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც იტალიელმა ფორვარდმა აღნიშნა, ბედნიერია დაბრუნებიტ და დარწმუნებულია, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.

„შავ-თეთრი მაისურის ჩაცმა ყოველთვის დიდ ემოციებს მანიჭებდა, აქ დაბრუნება სწორი არჩევანი იყო. ძალიან გამიმართლა, ბევრი ჩემპიონატი გავიცანი და მეტი გამოცდილებით დავბრუნდი. მზად ვარ გუნდ ბევრი რამ მივცე. „ევერტონი“ და პსჟ ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, ბევრი ვისწავლე. თუმცა, ახლა აქ ვარ, რომ „იუვენტუსს“ დავეხმარო.

არანაირი ტვირთი არ მაქვს, აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს დახმარების ხელი გავუწიო, სადაც გავიზარდე და შესანიშნავი დრო გავატარე. „იუვეს“ მაისურის ტარების პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მაქსიმუმს გავიღებ.

ეს არის ახალგაზრდული გუნდი, მაგრამ დიდი გამოცდილებით, ეს დადებითია. კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ „იუვეს“ დიდი მიზნები აქვს, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ დიდი შედეგების მიღწევას და ყოველთვის დიდი მიზნებისკენ ვისწრაფვით.

„იუვე“ ყოველთვის იყო ჩემს გულში, ჩემი ოჯახია. აქ მომცეს შანსი, რომ ცნობილი გავხმდარიყავი. მინდა, ბევრი გოლი გავიტანო, კონკრეტულ რაოდენბას ვერ დავასახელებ, ბევრი მირჩევნია, ასე უკეთესია. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო მიზნების მიღწევაში.

„მილანთან“ გოლი? დაუვწყარი საღამო იყო. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წარსული წარსულია. თუ წარსულით ვიცხოვრებთ, წინ ვერ წავალთ. კვირას დიდი თამაში გველოდება და ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო.

ალეგრი ყოველთვის დიდი მიზნებისკენ მიდის. მან ბევრი მასწავლა, ის გვეხმარება და ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ. აქ დაბრუნების შეთავაზება რომ მივიღე, მეორედ არ დავფიქრებულვარ და სწორი არჩევანი გავაკეთე. როდესაც ამ გუნდის მაისური გაცვია, მოედანი ყოველთვის ოფლიანმა უნდა დატოვო, გუნდისთვის 100% გაიღო. შაბათს არ გამიმართლა, ბურთი საჯარიმოდან ვერ გამოვიტანე, „მალმიოსთან“ კი კარგად ვითამაშეთ და ამან თავდაჯერება მოგვიტანა“, – თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ მოიზე კინი „იუვენტუსში“ „ევერტონიდან“ იჯარით დაბრუნდა. მას ტურინული გუნდის მაისურით 21 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …