მთავარი / სიახლეები / სერია A / კინის, კიეზას და დე ლიხტის გოლებით “იუვემ” სერია A-ში პირველად მოიგო

კინის, კიეზას და დე ლიხტის გოლებით “იუვემ” სერია A-ში პირველად მოიგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი სტუმრად „სპეციას“ ესტუმრა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

„იუვე“ 28-ე წუთზე მოიზე კინის გოლით დაწინაურდა, რომელმაც დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა, მაგრამ ტურინელთა უპირატესობა მხოლოდ 5 წუთი გრძელდებოდა, რადგან ჯაზიმ ულამაზესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმი „იუვენტუსისთვის“ ძალიან ცუდად დაიწყო და გუნდი შიშმაც მოიცვა. ანტისტემ შესანიშნავად ითამაშა და „სპეცია“ დააწინაურა.

ალეგრის შეგირდები მორიგი ფიასკოს წინაშე დადგნენ, მაგრამ სიტუაციის შეცვლა მაინც მოახერხეს. 66-ე წუთზე ანგარიში ფედერიკო კიეზამ გაათანაბრა, ხოლო 6 წუთში მატიას დე ლიხტმა გამარჯვების გოლი გაიტანა. „იუვემ“ ამ გამარჯვებით 5 ქულა დააგროვა და მთავარია, რომ შინ 3 ქულით დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში ზედიზედ 19 მატჩია გოლს უშვებს და მსგავსი ცუდი სერია ისტორიაში ერთადერთხელ, 1955 წელს ჰქონდა, როცა მიჯრით 21 მატჩში ვერ შეინახა კარი მშრალად. გარდა ამისა, ტურინელებმა საწყის 5 ტურში 8 გოლი გაუშვეს და ამაზე ცუდი შედეგი 2010-2011 წლების სეზონში ჰქონდათ მხოლოდ, როდესაც 5 ტურში 9 გოლი გაუშვეს.

მოკლედ, „ბებერმა ქალბატონმა“ მოიგო, მაგრამ ციფრები მაინც შემაშფოთებელია. „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, შინ გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს.

„სპეცია“ – „იუვენტუსი“ 2:3 (1:1)

ლა სპეცია, „სტადიო ალბერტო პიკო“

„სპეცია“ (4-2-3-1): ზუტი; ადუ, ჰრისტოვი, ნიკოლაუ, ბასტონი; ფერერი, ბურაბია (სალა 77); ვერდე (მანაი 77), მაჯორე (სალსედო 85), ჯაზი; ანტისტე (ნზოლა 77)

მწვრთნელი: ტიაგო მოტა

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, დე შილიო (ალექს სანდრო 46); კიეზა (კულუშევსკი 84), ბენტანკური (ლოკატელი 46), მაკკენი, რაბიო (ბერნარდესკი 67); დიბალა, კინი (მორატა 59)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 კინი (28), 1:1 ჯაზი (33), 2:1 ანტისტე (49), 2:2 კიეზა (66), 2:3 დე ლიხტი (72)

გაფრთხილება: ნიკოლაუ (85), ნზოლა (90) – მორატა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 26 (9) ბურთის ფლობა: 44%-56%  კუთხურები: 5:15 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ჯანლუკა აურელიანო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …