მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ჩელსისთან” თამაში უფრო ადვილი იქნება, ვიდრე წინა მატჩები იყო”

კიელინი: “ჩელსისთან” თამაში უფრო ადვილი იქნება, ვიდრე წინა მატჩები იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ვრცლად ისაუბრა, არამხოლოდ ხვალინდელ მატჩზე, არამედ სხვა საკითხებზეც.

„ცოტა უფრო მშვიდად ვართ, ვიდრე ერთი კვირის წინ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა თავისთავად სხვა ტურნირია ჩემპიონატთან პატივისცემის მიუხედავად. მასტიმულირებელი და მომხიბლავი თამაშია იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა შემთხვევით არ მოუგია და კიდევ უფრო გაძლიერდა. გვინდა, რომ ჩევსნ სტადიონზე შესანიშნავად ვითამაშოთ. ლუკაკუსთან ბოლო რამდენიმე თამში მოვიგე და ცოტა გამიმართლა, მაგრამ ის სრულყოფილი ფეხბურთელია და შემთხვევითი არ არის, რომ მის ტრანსფერში ამხელა თანხა გადაიხადეს. მის წინააღმდეგ კარგად უნდა ვითამაშოთ და არ მივცეთ იმის გაკეთების უფლება, რაც კარგად გამოსდის. მის გარშემო კომპაქტური გუნდია და ჩვენი დიდი მეგობარი ჟორჟინიო მისი შუქურაა. ადვილი არ ქიენბა, მაგრამ მეტოქეს ბევრი კონტრშეტევის შანსი არ უნდა მივცეთ, რადგან სივრცეების გამოყენება მათ კარგად შეუძლიათ. 2012 წელს 3:0 შემთხვევით არ მოგვიგია, ჩვენ გუნდურად ვიზრდებოდით და „ჩელსი“ კრიზისში იყო. ახლა სხვაგვარი სიტუაციაა.

ეს იქნება უფრო მარტივი მატჩი, ვიდრე წინა მატჩები. ყურადღება მაქსიმალურად მატჩისკენაა მიმართული. სახლში პირველ თამაშს მოქმედ ჩემპიონთან ვითამაშებთ და მოუთმენლად ველოდებით ამ საღამოს. ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაგვიშვია და ვიმედოვნებ, რომ ეს კარგის ნიშანია. მოთმინება საჭირო იქნება და სწრაფადაც უნდა ვითამაშეთ.

ჯგუფიდან გასვლა მნიშვნელოვანია, რასაც ველოდებით კიდეც. შემდეგ თებერვლიდან ახალი დინამიკა იხსნება, ახლა აზრი არ აქვს გრძელვადიანი გეგმების შედგენას. უნდა ვიმუშაოთ და უნდა გავიზარდოთ. კიეზამ შარშან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, ლოკატელი ახლა იღებს პირველ გამოცდილებას. საუკეთესო გუნდებთან თამაში ხელს უწყობს ზრდას, მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, მოუთმენლად ველოდი ასეთ მატჩებს. ასე ამაღლებ საკუთარ დონეს. დიბალა? ის ფუნდამენტური ფეხბურთელია, ამას ყოველთვის ვამბობ. საბედნიეროდ, მისი ტრავმა სერიოზული არაა და მხოლოდ რამდენიმე თამაში გაუცდება. თუმცა, ჩვენი შემადგენლობა ძლიერია და მწვრთნელი არასდროს წუხს, ის ყოველთვის ეძება ახალ გადაწყვეტილებებს.

ყველაზე მთავარია ახლა 3 ქულის მოპოვებაა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ „ზენიტთან“ მატჩს მატჩპოინტით შევხვდეთ. სამკაციანი დაცვა? ჯერ არ ვარ მწვრთნელი. მოთხოვნები თამაშიდან თამაშამდე იცვლება. კუადრადოსთან თამაში განსხვავდება დანილოსთან ერთად თამაშისგან.

იმედი მაქვს, რომ ჟორჟინიო „ოქროს ბურთს“ მოიგებს, რადგან ამ ჯილდოს მეც ვიგრძNობ, რადგან ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ევროპის ჩემპიონატზე. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის კარგი ფეხბურთელი იყო, მერე კი ნაკრებში სამი ვარჯიშის შემდეგ მივხვდი მის სიდიადეს. მას არ გააჩნია განსაკუთრებული ფიზიკური თვისებები, მაგრამ ნამდვილი ხარისხი მის გონებაშია.

დე ლიხტი? დე ლიხტი უკვე არის ჩემი და ბონუჩის დონეზე, მაგრამ თვისებები განსხვავებულია. გასულ სეზონში ტრავმების მიუხედავად შესანიშნავად ითამაშა. ახლა ევრო 2020 ნეგატიური ჰქონდა, მაგრამ მისი დიდი უპირატესობა ისაა, რომ მხოლოდ 22 წლისაა, თუმცა უკვე კარგი ფეხბურტელია. ფიზიკურად საოცარი ძალა აქვს, რომელსაც ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ იყენებს, მაგრამ საერთაშორისო დონის მოთამაშეა“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ მატჩი 29 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …