მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ფინალია და მოგების სურვილი დიდია”

კიელინი: “ფინალია და მოგების სურვილი დიდია”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის თასის ფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს არის ფინალი და მოგების სურვილი დიდია.

„მზად ვართ, მიუხედავად ბოლო შედეგებისა, ეს თამაშია, რომლის გარშემოც თასის მოგების დიდი სურვულით ვემზადებით. რა თქმა უნდა, ბოლო ორმა მოგებამ დიდი მორაული რწმენა მოგვცა, მაგრამ ახლა ფინალზე ვართ ორიენტირებული. კარგად ვიცნობთ „ატალანტას“, თუმცამ დიდი ენთუზიაზმით ვუდგებით თაამშს და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ისე კარგად წარიმართება, როგორც სუპერთასზე.

„ატალანტა“ და „ნაპოლი“ განსხვავებული გუნდებია, ჩემი აზრით, ერთი თვის ბერგამოში კარგად ვითამაშეთ, საფრთხის ქვეშ არ ვყოფილვართ, შემდეგ კი მეტოქეს გაიმართა და დარტყმით, რასაც რიკოშეტით გოლი მოჰყვა, მოიგეს, თითქმის 90-ე წუთზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სხვაგვარად დასრულდება.

მომავალი? თამაშიდან თამაშამდე ვფიქრობ, შემდეგ სწორი შეფასებები გაკეთდება, როდესაც სეზონი დასრულდება. ტიტულისთვის ვთამაშობდით და ასეთი გამოწვევები ენერგიას მოითხოვს.

„ატალანტასთან“ დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო 10-12 თამაშში ძალიან ბევრი ვიტანჯეთ, იყო მცირე შეცდომები, რის გამოც გოლები გავუშვით. ფეხბურთი შეიცვალა და გოლების რაოდენობა იზრდება. ჩევნ დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესოები ვიყავით, მაგრამ ბევრი გავუშვით და ფრთხილად უნა ვიყოთ“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ მატჩი 19 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …