მთავარი / სიახლეები / კიეზა და ვლაჰოვიჩი “იუვენტუსში” ახალი ნომრებით ითამაშებენ

კიეზა და ვლაჰოვიჩი “იუვენტუსში” ახალი ნომრებით ითამაშებენ

ფედერიკო კიეზა და დუშან ვლაჰოვიჩი “იუვენტუსში” მომდევნო სეზონიდან ახალი ნომრებით ითამაშებენ. ამის შესახებ ტურინული გრანდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

კიეზა, რომელიც 2020 წლიდან ტურინულ გრანდში 22-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ახალი სეზონიდან 7 ნომრით ითამაშებს, ხოლო დუშან ვლაჰოვიჩი, რომელიც 7 ნომერი იყო, ალვარო მორატას წასვლის შემდეგ 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.

აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსის” ვებგვერდზე უკვე იყიდება კიეზას 7 და ვლაჰოვიჩის 9-ნომრიანი მაისურები.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …