მთავარი / სიახლეები / კიეზა: “ბუფონს თამაშამდე ვუთხარი, რომ ამ თასს ახლა ჩემთან ერთად მოიგებდა”

კიეზა: “ბუფონს თამაშამდე ვუთხარი, რომ ამ თასს ახლა ჩემთან ერთად მოიგებდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ იტალიის თასის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გადაეცა. ფედერიკომ „ატალანტასთან“ (2:1) თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ინტენსიური ფინალი იყო. ჩვენ ვაფასებთ „ატალანტას“, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ „იუვემ“ მაქსიმალურად გამოიყენა საკუთარი გამოცდილება და ჩვენ სახლში მნიშვნელოვანი თასი წავიღეთ. მეორე ტაიმში ძალიან დიდი ინტენსივობით და დიდი მონდომებით ვითამაშეთ. აჩქარებაში კარგები ვიყავით და გამარჯვება მოვიპოვეთ.

ბუფონი? თამაშის დაწყებამდე ვუთხარი მას, რომ მან ეს თასი მამაჩემთან ერთად მოიგო და მას დღეს ჩემთან ერთად მოიგებდა. ეს შევძელით და ეს გვიჩვენებს რამხელა ლეგენდაა ბუფონი. მშვენიერი მატჩი მატჩი იყო ყველასთვის, ეს ჯილდო ყველას ეკუთვნის ამ რთულ თვეებში გაწეული ძალისხმევისთვის“, – თქვა კიეზამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონს 23 მაისს, სტუმრად „ბოლონიასთან“ მატჩით დაასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …