მთავარი / სიახლეები / კაპელო: “იუვე” შარშანდელზე სუსტია, მილიკით გუნდი ვერ გაძლიერდება”

კაპელო: “იუვე” შარშანდელზე სუსტია, მილიკით გუნდი ვერ გაძლიერდება”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს გუნდი შარშანდელზე სუსტია და ხარისხი აკლია.

„გუშინ „იუვეს“ თამაშში ცოტა ხარისხი იყო. იგრძნობოდა დი მარიას და პოგბას ნაკლებობა. ეს არის გუნდი, რომელსაც „სამპდორიას“ თამაშით პრობლემები შეექმნა. ნახევარდაცვაში, სადაც თამაში უნდა დაიბადოს, ცოტა ხარისხია და გასული სეზონის დონეზე დაბრუნდნენ. ალეგრიმ იმედი უნდა იქონიოს, რომ დი მარია და პოგბა მალე დაბრუნდებიან.

გაძლიერება ნახევარდაცვაში? სატრანსფერო ბაზარზე ვერ ვხედავ კლასიკურ რეჯისტებს, ამიტომ რთულია. შემდეგ მესმის ჭორები მილიკის შესახებ, მაგრამ ის არ არის ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას ქმნის. ის არ არის ფეხბურთელი, რომლის ხილვაზე „იუვეს“ ფანები ოცნებობენ. ის კარგი მოთამაშეა, რომელიც შეიძლება იყოს გუნდის ნაწილი.

„იუვე“ – „რომას“ მატჩი ბევრ რამეს გვეტყვის „რომაზე“. „იუვე“ შარშანდელი გუნდია, ალბათ უფრო დასუსტებული ტრავმების გამო. კიეზა, პოგბა, დი მარია აკლია, აღარ არიან დე ლიხტი და კიელინი. „იუვესთვის“ ძალიან რთული თამაში იქნება. მეჩვენება, რომ „რომა“ მიხვდა, როგორ უნდა ითამაშოს, დიდი ხარისხი და სიჩქარე აქვს. გუნდს ჰყავს ძანიოლო, დიბალა, აბრაჰამი, მაგრამ სპონაცოლა ჯერ 100%-ით მზად არიაა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სპინაცოლას ის სისწრაფე, რაც ტრავმამდე ჰქონდა. „რომა“ ტურინში დიდი თავდაჯერებით ჩავა. ეს ძალიან საინტერესო მატჩი იქნება, რომლის ბედი ფლანგებზე გადაწყდება“, – თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „რომას“ თამაში 27 აგვისტოს, ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …