მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ატალანტა”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ატალანტა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის ფინალში ბერგამოს „ატალანტა“ დეიან კულუშევსკისა და ფედერიკო კიეზას გოლებით 2:1 დაამარცხა და ისტორიაში მე-14-ედ მოიგო ეს ტიტული. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

ბუფონი 6.5 – თავიდანვე რეაქტიული და ყურადღებიანი იყო. მალინოსვკის დარტყმა შუაში იყო, მაგრამ მისი დანახვა ადვილი არ ყოფილა.

კუადრადო 6 – მისგან დაიწყო კონტრშეტევა პირველი გოლის დროს და მასაც ჩათვალა, რომ ჯარიმა არ იყო.

დე ლიხტი 6.5 – დასაწყისში ძაპატამ აჯობა, ცუდი დასაწყისი იყო, რასაც მოჰყვა თავით ცუდი თამაში, მაგრამ ბუფონმა გადაარჩინა. შემდეგ მოუმატა, ძალიან, გადამწყვეტი ვარდნა გააკეთა რომეროს შეტევის დროს.

კიელინი 6 – ძველი მცველი, შეეცადა რეაგირება მოეხდინა „მილანთან“ და „ინტერთან“ ცუდი მატჩების შემდეგ. ყოველთვის მაღალი ინტენსივობით თამაშობდა, რაც ცოტას არ ნიშნავს.

დანილო 6 – პირველ ტაიმში ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში მოუმატა.

მაკკენი 6.5 – როგორც იქნა უმატებს, ხშირად დაბნეულია, მაგრამ ეს არის პოზიტიური დაბნეულობა.

ბენტანკური 6 – მალინოვსკის გოლის დროს კარგად უთამაშია, მაგრამ მთლიანობაში უმეტესად სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.

რაბიო 6.5 – გაშვებული გოლის დროს შეცდა, მაგრამ სხვა მომენტებში ნახევარდაცვაში გამორჩეული იყო.

კიეზა 7 – თავიდან ვერ დაიწყო ისე, როგორც საჭიროა. მეორე ტაიმის დასაწყისში რაბიოს შესანიშნავი პასი გაუკეთა, მერე ბურთი ძელს გაარტყა. შეცდომა თუ უიღბლობა? ამას მოჰყვა კულუშევსკისთან შესანიშნავი კომბინაცია და გოლი.

დიბალა 6 – თამაშში ჩაერთო, როცა „იუვე“ იგებდა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

კულუშევსკი 7.5 – მორატასთან და დიბალასთან კონკურენციაში ძირითადში მოხვდა და როგორც იქნა თამაშში თავიდანვე კარგად ჩაერთო. გოლი მხოლოდსწორი დასაწყისის შედეგი იყო. გოლი კულუშევსკის სტილში, ასეთ სტილში ხშირად იტანს. კიეზასთან კომბინაცია უბრალოდ შესანიშნავი იყ. იტალიის თასზე მისი წვლილი წარუშლელია.

ბონუჩი შ.გ – ლეონარდო ბოლო წუთებში დაცვას კარგად დაეხმარა.

რონალდუ 5.5 – პოზიციას ეძებდა მოედანზე ვერ პოულობს. პირველ გოლში მხოლოდ იმიტომ მიიღო მონაწილეობა, რომ დააგვიანა. კიეზას ლამაზი პასი გაუკეთა ძელის მომენტში, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა.

პირლო 7 – გამბედაობა სჭირდებოდა დიბალას და მორატას თადარიგში დატოვებას. ბოლოს ის მართალი აღმოჩნდა, რადგან თამაშის ბედი კულუშევსკიმ გადაწყვიტა. „იუვემ“ ეტაპობრივად მოუმატა ამ თამაშში. სეზონში მეორე ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ბოლო ტურში იბრძოლებს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს?

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …