მთავარი / სიახლეები / “იუვე” “არსენალის” ბრაზილიელი მცველის ტრანსფერზე მუშაობს

“იუვე” “არსენალის” ბრაზილიელი მცველის ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსს“ ლონდონის „არსენალის“ ცენტრალური მცველი გაბრიელ მაგალაეში დაუკავშირეს.

იტალიური მედიის ცნობით, ფედერიკო კერუბინი ლონდონში ჩავიდა, არა მხოლოდ პოლ პოგბას, არამედ 24 წლის ბრაზილიელი მცველის ტრანსფერის თაობაზე.

მაგალაეში „არსენალის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია და კლუბი მას 50-60 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ტურინელებს ეს ფასი დიდად არ აშინებთ, რადგან კარგად იციან, რომ ლონდონელები არტურით არიან დაინტერესებული.

ბრაზილიელი ნახევარმცველი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის, ხოლო მიკელ არტეტას ის ძალიან მოსწონს და შესაძლოა, „ბებერმა ქალბატონმა“ არტური გაბრიელის ტრანსფერში ჩართოს.

გაბრიელ მაგალაეში „არსენალის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს და 69 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …