მთავარი / სიახლეები / “იუვეს” კუადრადო, დე შილიო და ალექს სანდრო დაუბრუნდნენ

“იუვეს” კუადრადო, დე შილიო და ალექს სანდრო დაუბრუნდნენ

ტურინის “იუვენტუსს” ხუან კუადრადო, ალექს სანდრო და მატია დე შილიო დაუბრუნდნენ. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, დღეს სამივე ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა.

კუადრადო გაციებული იყო და გამოჯანმრთელდა, ხოლო ალექს სანდროს და დე შილიოს ტრავმები აწუხებდათ. თუმცა, ისინი “სამპდორიასთან” მატჩისთვის უკვე შეუფერხებლად ემზადებიან.

ეს უდავოდ კარგი ამბავია მასიმილიანო ალეგრისთვის, რომელსაც ტრავმების გამო ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია.

შეგახსენებთ, რომ “სამპდორიასა” და “იუვენტუსის” მატჩი 12 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …