მთავარი / სიახლეები / “იუვეს” დე ლიხტთან კონტრაქტის განახლება სურს

“იუვეს” დე ლიხტთან კონტრაქტის განახლება სურს

ტურინის „იუვენტუსი“ მატიას დე ლიხტისთვის კონტრაქტის განახლებაზე ფიქრობს. ნიდერლანდელ მცველს მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ბევრი მსურველი ჰყავს.

დამდეგ ზაფხულში ამოქმედდება პუნქტი, რომლის თანახმა 120 მილიონი ევროს წინადადების შემთხვევაში ფეხბურთელთან შელევა მოუწევს. ამიტომაც, კლუბს სურს, რომ მისი კონტრაქტი ერთი წლით 2025 წლის ზაფხულამდე განაახლოს, რომ ის გუნდში უფრო დიდი ხნით დატოვოს.

მეორეს მხრივ, შესაძლოა, დე ლიხტის გაყიდვით მიღებული დიდი ფულით „იუვემ“ სხვა პოზიციები გააძლიეროს და ისიც სათანადოდ შეცვალოს.

22 წლის ფეხბურთელი ტურინში თამაშით ბედნიერია, მაგრამ მისი აგენტი მინო რაიოალა, რამაც შეიძლება სიტუაცია შეცვალოს. ნიდერლანდელმა „იუვენტუსში“ 2019 წლიდან 101 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …