მთავარი / სიახლეები / “იუვეს” და “სასუოლოს” წარმომადგენლები ლოკატელის ტრანსფერზე შეხვდებიან

“იუვეს” და “სასუოლოს” წარმომადგენლები ლოკატელის ტრანსფერზე შეხვდებიან

ტურინის „იუვენტუსი“ მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას სერიოზულად იწყებს. ცნობილი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ამ კვირაში პირველი ნაბიჯის გადადგმაა მოსალოდნელი „სასუოლოსთან“ მოლაპარაკებების დასაწყებად.

კლუბების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან. ამ ეტაპზე არაოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ „იუვე“ მზადაა 30 მილიონი ევრო და რადუ დრაგუშინი დათმოს. ამას შესაძლოა ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელიც დაუმატოს.

მანუელ ლოკატელი სატრანსფერო ბაზარზე „იუვეს“ პირველი არჩევანია და მასიმილიანო ალეგრისაც ძალიან სურს 23 წლის ნახევარმცველის თავის განკარგულებაში ხილვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …