მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” სამუელ ილინგი წლის ბოლომდე გამოაკლდა

“იუვენტუსს” სამუელ ილინგი წლის ბოლომდე გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმირებულთა სია გაიზარდა და ლაზარეთში სამუელ ილინგ-ჟუნიორმა გადაინაცვლა.

19 წლის ინგლისელმა ტრავმა „ემპოლისთან“ მატჩის მიწურულს მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკველაც აჩვენა, 20 დღე იუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ „იუვეს“ 2023 წლამდე ვერ დაეხმარება.

„იუვენტუსში“ ილინგს შანსი ბოლო მატჩებში მიეცა და „ბენფიკასა“ და „ლეჩესთან“ მან 3 საგოლე პასი გააკეთა. გარდა იმისა, რომ ნიჭიერი შემტევი კარგად თამაშობდა, „იუვეში“ ბევრი ტრავმირებულია და ამ დროს მისი გამოკლება სერიოზულ დანაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ.

აქვე გეტყვით, რომ „ლეჩესთან“ „იუვენტუსს“ ტრავმების გამო 10 ფეხბურთელი აკლდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …