მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” ფაჯოლის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“იუვენტუსმა” ფაჯოლის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ ნიკოლო ფაჯოლის კონტრაქტი, რომელიც 2023 წელს იწურებოდა, 3 წლით გაუხანგრძლივა. შესაბამისად, ახალგაზრდა ნახევარმცველი „ბიანკონერიში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ფაჯოლი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. მან გასული სეზონი იჯარით „კრემონეზეში“ გაატარა, სადაც 33 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

მიმდინარე ზაფხულს ნიკოლო „იუვეს“ დაუბრუნდა და ახალ სეზონს შავ-თეთრების რიგებში გაატარებს. 21 წლის ფეხბურთელს იტალიის 21-წლამდე ნაკრებში 4 თამაში აქვს ჩატარებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …