მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” იტალიის სუპერთასზე ბოლო წამზე წააგო

“იუვენტუსმა” იტალიის სუპერთასზე ბოლო წამზე წააგო

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასზე დრამატული მარცხი განიცადა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდა და დამატებით დროში დამარცხდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. 25-ე წუთზე „იუვე“ დაწინაურდა, როდესაც ალვარო მორატას გადაცემის მერე ვესტონ მაკკენიმ თავური დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა. „ინტერმა“ ტაიმი მაინც არ წააგო, რადგან 10 წუთში ლაუტარო მარტინესმა პენალტით წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში „იუვენტუსმა“ თავი კარგად დაიცვა და ანგარიში აღარ შეცვლილა, რის შედეგადაც დამატებითი დრო დაინიშნა.

დამეტებითი დროც ძალზე დაძაბული გამოდგა და ყველაზე კარგი შანსი პაულო დიბალას ჰქონდა, რომლის საჯარიმო დარტყმა ძელს მოხვდა. ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, მაგრამ 120-ე წუთი როცა იწურებოდა, ალექს სანდრო ფატალური შეცდომა დაუშვა. ბრაზილიელმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში, კარის წინ არაზუსტი პასი გააკეთა და ალექსის სანჩესმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამრიგად, „იუვე“ ტიტულის გარეშე დარჩა, „ინტერმა“ კი იტალიის სუპერთასი მეექსვედ მოიგო, ცნობისთვის ეს ტიტული ყველაზე მეტჯერ „იუვენტუსს“ აქვს მოგებული – ცხრაჯერ.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 2:1 დ.დ

გოლები: 0:1 მაკკენი (25), 1:1 ლაუტარო მარტინესი (35, პენ), 2:1 სანჩესი (120)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …