მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” “ტორინოს” ბრემერის სანაცვლოდ “ინტერზე” მეტს სთავაზობს

“იუვენტუსი” “ტორინოს” ბრემერის სანაცვლოდ “ინტერზე” მეტს სთავაზობს

მატაის დე ლიხტის „ბაიერნში“ ტრანსფერი გადაწყდა და „იუვენტუსი“ მის შემცვლელს ეძებს. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინელთა ფავორიტი გლეისონ ბრემერია, რომელიც „ტორინოს“ წევრია.

ბრაზილიელს „ინტერთან“ შეთანხმება აქვს, მაგრამ წყაროს თანახმად, თუ მილანელები ტრანსფერს საბოლოოდ არ დახურავენ, „იუვე“ ეცდება ბრაზილიელი გადაიბიროს.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ „ტორინოს“ უფრო მეტ თანხას სთავაზობს, ვიდრე „ინტერი“, რამაც შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი შეასრულოს. „ბებერი ქალბატონი“ მზადაა თანაქალაქელ კლუბს 35 მილიონი ევრო გადაუხადოს და ბონუსის სახით 5 მილიონი ევრო დაუმატოს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

ბრემერის გარდა, „იუვენტუსს“ პაუ ტორესს, ნიკოლა მილენკოვიჩსა და გაბრიელ მაგალაეშს უკავშირებენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …