მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ნიკოლო ფაჯოლის მომავალზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

“იუვენტუსი” ნიკოლო ფაჯოლის მომავალზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

ტურინის „იუვენტუსის“ ცენტრალური ნახევარმცველის, ნიკოლო ფაჯოლის ბედი უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გადაწყდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფაჯოლის აგენტი და კლუბის ხელმძღვანელობა ერთმანეთს შეხვდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ. ფაჯოლი „იუვეს“ აღზრდილია და ამ კლუბის ქომაგია, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად მოხვედრა გაუჭირდება.

ამიტომაც, მან უნდა გადაწყვიტოს, დაბრუნდეს ტურინში და მცირე სათამაშო დროითა და სასტარტოში ბრძოლით დაკმაყოფილდეს, თუ ისევ იჯარას დათანხმდეს, სავარაუდოდ, კვლავ „კრემონეზეში“, სადაც მუდმივად ითამაშებს, სტაბილური სათამაშო პრაქტიკა კი მის ზრდას ხელს შეუწყობს.

საქმეს ის ართულებს, რომ ნიკოლოს „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და თუ მხარეებმა თანამშრომლობა კიდევ ისურვეს, იჯარის შემთხვევაშიც კი, ეს კონტრაქტი უნდა გახანგრძლივდეს. 21 წლის ფეხბურთელით რომის „ლაციოცაა“ დაინტერესებული, რომლის მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის ფაჯოლი ძალიან მოსწონს.

2021-2022 წლების სეზონი ნიკოლო ფაჯოლიმ „კრემონეზეში“ გაატარა, რომელმაც სერია A-ს საგზური 26-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა, ხოლო თავად ფეხბურთელმა 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …