მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” მორატას იჯარას გაახანგრძლივებს

“იუვენტუსი” მორატას იჯარას გაახანგრძლივებს

ტურინის “იუვენტუსი” ალვარო მორატას იჯარის განახლებასთან ახლოსაა. Tuttosport-ის ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ერთწლიანი იჯარა განახლდება, რაც “იუვეს” 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

მორატამ “ბებერ ქალბატონში” გასული სეზონიც იჯარით გაატარა და ახლა მისი გამოსყიდვაც შეუძლია, მაგრამ 35 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, ამიტომაც, ისევ იჯარაზე მიმდინარეობს საუბარი.

ესპანელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში “იუვენტუსის” რიგებში ყველა ტურნირზე 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …